25 ივლისი, 2014
კვირის რომელ დღეს არის უკეთესი თმის შეჭრა?
ზოგიერთი ადამიანი ხშირად იჭრის თმას მრავალფეროვნებისთვის. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია კვირის რომელ დღეს შეიჭრით თმას. დღე უნდა შეარჩიოთ "მეცნიერებაზე" დაყრდნობით.

ორშაბათი ხელსაყრელია როგორც თმის შეჭრისთვის, ასევე შეღებისთვის.

სამშაბათი იმათთვის არის, ვისაც აკლია აქტივობა, ვისაც ტანჯავს მონოტონური და უფერული ცხოვრება.

ოთხშაბათს ვიზიტი სტილისტთან თქვენს ცხოვრებაში სიახლეს შემოიტანს და სურვილები აგისრულდებათ.

ხუთშაბათი - სასიამოვნო ცვლილებებიგელოდებათ, თქვენი პოპულარობა გაიზრდება, ხოლო იღბალი და კეთილდღეობა თან გდევთ ყველგან.

პარასკევს თუ შეიხედავთ სილამაზის სალონში, კარდინალურად შეიცვლით არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ ცხოვრებასაც. დაფიქრდით, თქვენ
ეს გჭირდებათ?

შაბათს თმის შეჭრას გლობალური ამოცანა აქვს: ვალებს მოიშორებთ.

კვირას კი თმის შეჭრა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული! არსებობს რისკი "მოიჭრა" საკუთარი ბედი და იღბალი.

მიუხედავად ამისა, გისურვებთ იყოთ თავდაჯერებულები და იაროთ სწორი ნაბიჯით საკუთარ მიზნისკენ!






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS