25 ივლისი, 2014
საკვები სოდა სილამაზის სამსახურში
სოდა პრობლემურ ზონებს ამოასუფთავებს თანამედროვე კოსმეტიკას ფართო შესაძლებლობები აქვს, მაგრამ დროის მიერ გამოცდილ ხალხურ რეცეპტებს ყველაზე მოდური ქალბატონებიც კი მიმართავენ.

სახეზე გამონაყარმა რომ არ შეგაწუხოთ, გვირილა, ორკბილა და ჩვეულებრივი საკვები სოდა გიშველით.

გვირილა ან ორკბილა ჯამში ან პატარა ქვაბში მოხარშეთ. ჯამი გადმოდგით, მცირე ხნის შემდეგ, ისე, რომ სახე არ დაგეწვათ, სახე ორთქლს მიუშვირეთ და თავზე პირსახოცი გადაიფარეთ. ორთქლის აბაზანა 10 წუთი მაინც უნდა მიიღოთ. თუ სუნთქვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ, პირსახოციდან თავი გამოყოთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ.

მას შემდეგ, რაც სახეს კარგად დაიორთქლავთ, აიღეთ საკვები სოდა და სახეზე გამოყრილ შავ წერტილებზე გულმოდგინედ შეიზილეთ, განსაკუთრებით ცხვირის მიდამოებში. სოდა პრობლემურ ზონებს ამოასუფთავებს. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ზეითუნის ზეთი წაისვით. შედეგს რამდენიმე `სეანსის~ შემდეგ მიაღწევთ. შეგიძლიათ, გვირილა და ორკბილა მონაცვლეობით გამოიყენოთ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნ.ბ
GOGOEBO!!!!!!visac geshiniath nu gaakethebth visac ara gagvatareth,ra thqma unda es didedis mkunalobebi bevr kosmotologs,piridan lukmas aclis.DZALIAN GTHXOVTH, RAC SHEIDZLEBA XSHIRAD GAMOAQVEKNETH SHINAURI NIGBEBI,DA SAXIS MOVLA,
15:23 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ ეს სახლში, რადგან გვირილით სახის დაორტქვლის დროს სახის ფორები იხსნება, სოდა მართლაც ამოასუფთავებს, მაგრამ თუ ფორები არ დაიხურა, შედეგი არ ექნება და კანსაც გაიფუჭებთ. ამიტომაც იქნებ სანამ მსგავს სტატიებს დაწერდეთ, მანამდე პროფესიონალებთან გადაამოწმოთ ხოლმე ეს "რეცეპტები", უამრავი ამ პრობლემით შეწუხებული თინეიჯერი კითხულობს და მათთვის მითუმეტეს არ შეიძლება
11:37 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
და ეს პროცედურა რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავიმეოროთ?
10:42 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქ.ქ.
ფორებს გააფართოებს სასტიკად!ზეთი მიუმატებს.!!
10:23 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS