18 ივლისი, 2014
როგორ გაიწმინდოთ ორგანიზმი მარილებისგან - წონაში კლება უსაფრთხოდ
შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ჭარხლის, სტაფილოს და კიტრის წვენი გთავაზობთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს, რომლებიც წმენს ორგანიზმს შლაკებისა და მარილებისგან, არამედ დაიკლოთ წონაში. საერთო მდგომარეობის და გარეგნობის გაუმჯობესებას კი შეამჩნევთ უკვე რამდენიმე დღეში!

1. დააქუცმაცეთ 7-13 ც. ლიმონის თესლი, დაასხით 100 გ 70% სპირტი ან 200 გ არაყი და დადგით 1 დღით ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ 1 ს.კ. ჭამის შემდეგ 3-ჯერ დღეში 10 დღე.

2. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ჭარხლის, სტაფილოს და კიტრის წვენი - თითო
ჭიქა და დალიეთ დღის განმავლობაში მცირე დოზებით. მკურნალობის კურსი - 1 თვე.

3. 1 თავი ნიორი და საშუალო ზომის 1 ლიმონი (კანიანად) გახეხეთ, დაამატეთ 600 მლ ცივი ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 2-4 დღე ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ და დალიეთ უზმოზე 50 მგ გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში. ეს ნაყენი შეიცავს C და B ჯგუფის ვიტამინებს და საჭირო მიკროელემენტების კომპლექსს. მკურნალობის კურსი 1 თვე.

4. კუჭის გამოსარეცხათ დილის 5-დან 7 საათამდე უზმოზე მცირე ყლუპებით უნდა დალიეთ 1 ლ თბილი ანადუღარი წყალი, რომელშიც დამატებული იქნება 1 ს.კ. მარილი. თავიდან დალიეთ ზედიზედ 3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ - კვირაში ერთხელ.

5. სისხლძარღვების გასაწმენდათ და გასამაგრებლად დაჭერით, მოაცალეთ თესლი და გაატარეთ კანიანად ხორცსაკეპ მანქანაში 2ც. ფორთოხალი და 2ც. ლიმონი და დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი. გააჩერეთ 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე და მიიღეთ 3 ჩ.კ. დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი - 1თვე, შემდეგ 14 დღეს ისვენებთ და შეგიძლიათ გაიმეოროთ.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS