18 ივლისი, 2014
თუ ლამაზ მუცელზე ოცნებობთ – ოქროს რჩევები
ლამაზი მუცლის პრობლემას ქალბატონები განსაკუთრებით მწვავედ ზღვაზე წასვლის წინ განიცდიან. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, შეგიძლიათ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ.
შიმშილობა არ მოგიწევთ, მთავარია, მუცლის ვარჯიშები სწორად შეარჩიოთ და კვების რეჟიმი დაიცვათ.

ხორცი თევზით შეცვალეთ: თევზი მდიდარია მონოუჯერი ცხიმმჟავებით, რომლებიც სწორედ მუცლის არეში ცხიმის დაწვაზეა პასუხისმგებელი. თუ თევზი არ გიყვართ, ფრინველის მჭლე ხორცი მიირთვით და მიიღეთ პრეპარატი ომეგა-3.

მიიღეთ უჯრედისებით მდიდარი საკვები: უჯრედისი აცხრობს შიმშილის გრძნობას, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და ორგ
ანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს. დილით მიუსლი ან ფაფა, დღის განმავლობაში უმი ბოსტნეული და ყოველ ცხელ კერძზე მობნეული ერთი სადილის კოვზი ქატო ის რაციონია, რომელიც უჯრედისის დღიური ნორმით მოგამარაგებთ.

მიირთვით ცილები: ისინი კარგად ანაყრებენ და იმავდროულად ხელს უწყობენ ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას. ასე რომ, თუ ბრტყელ მუცელზე ოცნებობთ, ყოველდღიურად მიირთვით თევზი და ფრინველის ხორცი, ხაჭო და იოგურტი, კვერცხი.

ყოველდღიურად მიირთვით ხუთი უმი ბოსტნეული და ხილი: ასეთი რეჟიმი დაგიცავთ ზედმეტი კალორიებისგან ისე, რომ შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ.

ნაკლები ნახშირწყლები: ორგანიზმში შაქრის სტაბილური დონის შესანარჩუნებლად მიირთვით დღეში ერთი ნაჭერი დაცეხვილი პური და ორი ნაჭერი უკრემო ტკბილეული.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS