ხალხურ მედიცინაში საზამთრო რეკომენდებულია, როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული შეშუპებების დროს.
საზამთროს ჭამას ურჩევენ ისეთი უროლოგიური დაავადებების დროს, როგორებიცაა ცისტიტი, ნეფრიტი, პიელონეფრიტი.
2-2,5 კილოგრამამდე საზამთროს რბილობი უნდა მიირთვან მათ, ვისაც ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები აწუხებს, ასევე შეკრულობის, პოდაგრის, ართრიტის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, კორონარული უკმარისობის, ანგინის დროს.
საზამთრო მდიდარია რკინით, ამიტომ ის სასარგებლოა ანემიის დროს.
ორგანიზმის საერთო გაწმენდისთვის მიმართავენ "საზამთროს დიეტას'', ანუ 3-4 დღის განმავლობაში მიირთმევენ მხოლოდ საზამთროსა და შავ პურს. ამ მეთოდის გამოყენებამდე სასურველია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. ამ პროცედურის დროს ინტენსიურად გამოიყოფა შარდი, რაც ორგანიზმიდან გამოდევნის ქვიშასა და წვრილ ქვებს.
"საზამთროს დიეტას" მიმართავენ ფსორიაზისა და ეგზემის დროსაც, ოღონდ პარალელურად კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე საზამთროს რბილობსაც იდებენ.
მას იყენებენ, როგორც გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს - რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლის ნაჭერი საზამთროს წვენში კარგად დაასველეთ და სახესა და ყელზე დაიფინეთ, 20 წუთის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ, შეიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
ჟურნალი ''რეიტინგი''