10 ივლისი, 2014
კალანხოეს ჯანმრთელობის რეცეპტები - კონიუკტივიტი, ეგზემა, ვარიკოზი, ჰაიმორიტი
კალანხოე ოთახის მცენარეა და სამედიცინო თვალსაზრისით შეუცვლელია. მოაჭერით ფოთლები კალანხოეს, გარეცხეთ და მოათავსეთ მაცივარში 5-7 დღით. შემდეგ წვრილად დაჭერით, გაწურეთ და და გაფილტრეთ. შეინახეთ არა უმეტეს 10 გრადუსის ტემპერატურაზე.

1. ხსნარი თვალების ანთების დროს (კონიუნკტივიტი, ბლეფარიტი ). გახსენით 1:1 კალანხოეს წვენი და ცივი ანადუღარი წყალი, დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ ქუთუთოებზე 10-15 წუთით დღეში 4-5-ჯერ. ასეთი წესით შეგიძლიათ იმკურნალოთ სტომატიტი და პაროდონტოზი.

2. მალამო კ
ანის დაავადებების დროს (ეგზემა, დერმატიტები). გამოყენების წინ ჭიქის შიდა ზედაპირი გაწმინდეთ სპირტით ან არყით, 30 მლ კალანხოეს წვენს შეურიეთ 50 გ უწყლო ლანოლინი და შემდეგ თანდათან დაამატეთ 50 გ ვაზელინი. შეინახეთ მაცივარში. ლანოლინი და ვაზელინი იყიდეთ აფთიაქში.

3.
ნაყენი ვარიკოზული გაგანიერების დროს. 2 ს.კ. კალანხოეს წვენს დაუმატეთ 0,5 ლ არაყი, დააყენეთ 10 დღის განმავლობაში (ყოველ დღე შეანჯღრიეთ). დაიზილეთ ფეხები ნაყენით ქვემოდან ზევით დღეში ერთხელ.

4. წვეთები მწვავე ჰაიმორიტის დროს. 1 ს.კ. კალანხოეს წვენი, 1 ს.კ. ალოეს წვენი, 1 ჩ. კ. ხახვის წვენი აურიეთ ერთმანეთში და ჩაიწვეთეთ 4-5 წვეთი რიგრიგობით ჯერ მარცხენა ნესტოში, დახარეთ თავი მარცხენა მხარეს და შემდეგ 30 წუთით წამოწექით, შემდეგ იგივე გაიმეორეთ მარჯვენა მხარეს. პროცედურის შემდეგ ორივე ჰაიმორის ღრუ დაითბეთ თბილი წყლიანი ბოთლით და ჩაწექით ლოგინში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS