08 ივლისი, 2014
სასწაულმოქმედი რეცეპტი სახსრების ტკივილისგან გაგათავისუფლებთ
სახსრების ტკივილი არის საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია. ასეთი პათოლოგია შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა: მყესის დაჭიმვამ, სახსრების ფიზიკური დატვირთვამ, მარილების დაგროვებამ.

მოცემული რეცეპტი მარტივია, ამასთანავე ძალიან ეფექტური და უსაფრთხო. რაც მთავარია, შემოწმებულია და შედეგი გარანტირებული!

საღამოს ½ ჭიქა ცივ ანადუღარ წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ჟელატინი და დატოვეთ დილამდე. დილით შეავსეთ ჭიქა თბილი ანადუღარი წყლით, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და კარგად აურიეთ.

დალიეთ უზმოზე 20-30 წუთით ადრე ჭამამდე 10 დღის განმავლობაში, შემდეგ 10 დღე დაისვენეთ. ჩაიტარეთ 3
კურსი, ხანდახან საჭიროა ცოტა მეტიც, ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების ხარისხსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებაზე.

გარდა ამისა, დამტკიცებულია სასწაული რეცეპტის დადებითი ზემოქმედება გულის კუნთზე, ტვინის შრომისუნარიანობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, კანზე. თმასა და ფრჩხილზე.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ათენიდან
სწორია,ეგ რეცეპტი....აქ,საბერძნეთში იყიდება ართროზის სამკურნალო პრეპარატი,რომელსაც ქვია GELAKOL... შეიცავს ჟელატინს, სუფთა მდგომარეობაში,ყოველგვარი მინარევების გარეშე, არ ვიცი,მანდ რა ჟელატინი იყიდება, არ უნდა შეიცავდეს შაქარს და ქიმიურ შენარევებს, უნდა იყოს სუფთა ჟელატინი.... ამ წამალს მიაგნებთ გუგლში და ანოტაციას წაიკითხავთ,დარწმუნდებით,რომ მხოლოდ ჟელატინი შედის მის შემადგენლობაში,.....გისურვებთ ჯამრთელობას....
14:23 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანია
ჟელატინი???!!! არ მჯერავს! ამას კანფეტში რომ ვჭამ ისიც არ მინდა
13:58 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
დამაჯერებელი, რომ იყოს ვისაც გამოუყენებია და კმაყოფილია..მისი კომენტარი დადონ და საქონტაქტო...
10:08 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
გამარჯობათ, რომელი ჯელატინი უნდა დავამატოთ ვერ მივხვდი,იქნებ მითხრათ,მადლობთ
08:31 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
ჭამეთ ხაში, ის შეიცავ იმ ,,ჟელატინს” რაც არის საჭირო სახსრებისთვის
23:49 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
megi
Ukacravad..minda gkitxot..me taflze alergia maqvs da taflis gareshe ramee shedegi aqvs????
12:04 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
დაავადების ხარისხსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე თუა დამოკიდებული ''სასწაულმოქმედი'' აღარაა.
09:27 / 09-07-2014
გამოხმაურება / 0 /
2
ისე, კარგი იქნება ამგვარ "სასწაულმოქმედ" რეცეპტებს ექიმის კომენტარსაც რომ მოაყოლებდნენ ხოლმე
15:18 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS