07 ივლისი, 2014
ყველა დაავადებისგან მრავალძარღვა განგკურნავთ!
მრავალძარღვა - ერთერთი უძველესი სამკურნალო მცენარეა. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ცნობილი იყო ჩინეთში, ძველ საბერძნეთში, რომში და მის სამკურნალო თვისებებს აფასებდნენ სპარსი და არაბი ექიმები. ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება მრავალძარღვას ფოთლები.

გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, კუჭის წყლული:

2 ს.კ. მრავალძარღვას დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე 5-10 წუთით და შემდეგ დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ხველა, გაციება:

1 ჩ. კ. ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი,
დააყენეთ 20-30 წუთი, მიიღეთ დღის განმავლობაში.

ჭრილობები:

1 ს.კ. მრავალძარღვას გამხმარი ფოთლები დაფშვენითდაუმატეთ 2-3 წვეთი მცენარეული ზეთი და ვაზელინი პროპორციით 1:9. გამზადებული მალამო გამოიყენეთ ჭრილობის შეხორცებამდე.

სტომატიტი, პაროდონტოზი:

1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20-30 წუთი და გაწურეთ. ნაყენით გამოივლეთ პირის ღრუ დღეში 3-4-ჯერ.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა, სისხლძარღვების გამაგრება:

1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20-30 წუთი, მიიღეთ დღის განმავლობაში. კურსი - 1 თვე.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
მმმ
ინტერნეტში რაც იწერება არ არის აუცილებელი ყველამ ცდები ჩაიტაროს თავის თავზე.ფიტოთერაპია თუ მცოდნე არა ხარ და კვლევები არა გაქვს ჩატარებული,დამოუკიდებლად ძალიან სახიფათოა.
13:11 / 24-07-2018
გამოხმაურება / 0 /
კობა ჩეთაიძე
მე ნაღველზე ვიმკურნალე და ნაწლავები გამიღიზიანა ნაყენმა.. როგორ უნდა მივიღო?
16:50 / 08-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე ძალიან მიშველა მცენარის ნედლმა ფოთლების მიღებამ,,, ბევრ სააფთიაქო წამალს აჯობა
21:38 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამო
მეც გასტრიტი მაქვს.ძალიან გთხოვ ახსენით უფრო კონკრეტულად როგორ იყენებთ
01:39 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ატეროსკლეროზისტვის გამხმარი უნდა?
14:53 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიალია
ყველაზე კარგია ნედლი მრავალძარღვა უყმოზე დაღეჭო და წვენი ჩაყლაპო და მრავალძარღვა ანუ ჩენჩო გადმოყარო. ნახევარ საათიტ ადრე ჭამამდე
22:47 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამო
რაოდენობა ვერ გავიგე. გასტრიტი მაქვს
16:35 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუგზარი
გთხოვთ უფრო დაზუსტებით გაგვიმარტოთ მრავალძარღვა 2 სკ რომ არის ნახსენები დაჭრილი იგულისხმება? მრავალძარღვას ფოთოლი უფრო სასარგებლოა თუ თავთავი, თუ ორივე შერეული?
12:19 / 09-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ევა
გასტრიტი მაქვს, ხშირად მიხმარია მრავალძარღვა და შედეგიც მიმიღია. ასე რომ გირჩევთ თქვენც სცადოთ.
17:24 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინე
მრავალძარღვა უნდა იკოს გამხმარი თუ ნედლი
11:18 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS