04 ივლისი, 2014
ცნობილ დიეტოლოგ ნატა გაგუას 11 ოქროს რჩევა
ნატა გაგუას რჩევები ყველაზე პოპულარული გახდა ოთხშაბათს ეკა ხოფერიას თოქ-შოუში ცნობილმა დიეტოლოგებმა სასარგებლო რჩევები მოგვცეს. სოციალურ ქსელში გადაცემაში გასული ნატა გაგუას რჩევები ყველაზე პოპულარული გახდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

1) დღეში ორი ლიტრი წყალი აუცილებელი მინიმუმია ზრდასრული ადამიანისთვის.

2) ყოველ დილით უზმოზე რეკომენდირებულია 1 ჭიქა წყლის დალევა. დილის პროცედურების შემდეგ 30 წუთში საუზმის მიღება.

3) დაიმახსოვრეთ: წყალი დალიეთ საკვების წინ ნახევარი საათით ადრე, საჭმელს წყალი არ დააყოლოთ. საჭმლის შემდეგ წყალი 40 წუთზე ადრე არ დალიოთ.

4) საკვების ბოლო მიღება უნდა
მოხდეს დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ამ პერიოდში წყლის მიღება შესაძლებელია, ნებისმიერ დროს.

5) განტვირთვის დღეები მოიწყვეთ კვირაში მხოლოდ ერთხელ.

6) საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. არასდროს გამოტოვოთ.

7) ხილი უმჯობესია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში

8) მიირთვით მცირე ულუფებით. საკვების ერთჯერადი მიღება არ უნდა აღემატებოდეს 300  გრამს. იკვებეთ დღეში ოტხჯერ ნელნელა.

9) მიირთვით ნაკლებმარილიანი საკვები.

10) ნატურალური წვენი გააზავეთ წყლით.

11) დღეში მხოლოდ ორი პატარა ნატეხი შოკოლადი შეჭამეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მატუ
როგორ გავსუქდეთ არავინ არ ამბობს,წონაში მომატების პრობლემა აქვს 50 %-ს,საჭმელი არ შველის სხვა რით??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????
09:57 / 21-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
წყალს თითქმის არ ვსვავ. ერთხელ ვცადე ძალით ე. წ. ნორნის დალევა და ჩემს ორგანიზმს საოცარი დისკომფორტი შეექმნა.ეს ზოგადი რჩევებია და ალბათ ყველამ თვითონ უნდა მონახოს რეცეპტი. ზედმეტი წონა არ მაწუხებს და თავსაც ენერგიულად ვგრძნობ.
12:26 / 11-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯობია ცოტა გაინძრეთ და წაივარჯიშოთ. იმ მოჩვარულ ტყავს რას უზამთ ტონობით ქონს რომ ინახავს?
12:27 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ნატა ჩემი დიეტოლოგი იყო.....საოცარი ადამიანია...თავისი საქმის მცოდნე...ორ თვეში 12 კილო დავიკელი...დიდი მადლობა მას ამისთვის.
13:49 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მემე
საგამოს 6 საათიდან დილის 12 საათამდე არ ჭამოთ და ნახავთ რა ლამაზად და შეუმჩნევლად დაიკლებთ.
10:20 / 07-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
მეც ასე ვასრულებ ყველაფერს, მხოლოდ დილას ვიწყებ ცხელი წყლით, სახლის პირობებში 6 თვეში დავიკელი 20 კგ/ 94 დან 74 ზე დავდექი და ვინარჩუნებ.
13:10 / 06-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ერთადერთს რასაც ვერ ვითვალისწინებ,ხილს დღის მეორე ნახევარში მივირთმევ,დანარჩენს პირნათლად ვასრულებ და 54 -55 კილოს ვიმშვენებ.
15:13 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS