03 ივლისი, 2014
მინუს 7 კილოგრამი 17 დღეში – ვარსკვლავური დიეტა
ამ დიეტას იცავენ ჯენიფერ ანისტონი და ვიქტორია ადამსი, წარსულში ''სპაის გერლზის'' წევრი გპირდებიან: 7 კილოგრამამდე დაკლებას 17 დღეში. ამ დიეტას იცავენ ჯენიფერ ანისტონი და ვიქტორია ადამსი, წარსულში ''სპაის გერლზის'' წევრი.

აღწერა: დასაშვებია ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები და იშვიათად - მწვანე სალათა. საერთო კალორიულობა არაუმეტეს 1000 კკალორიისა დღე-ღამეში.

პირველი დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 2 მოხარშული მთლიანი კვერცხი. ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი ან 1 პომიდორი; ვახშამი: მოხარშული
თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.

მეორე დღე -
საუზმე: შავი ყავა და ორცხობილა; სადილი: მორახშული ან შემწვარი თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით; ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ჭიქა კეფირი.

მესამე დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, მოხარშული სამი დიდი სტაფილო მცენარეული ზეთით, ვახშამი: ვაშლები.

მეოთხე დღე -
საუზმე: უმი, გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით; სადილი: დიდი თევზი (500 გრ), მოხარშული ან შემწვარი, ჭიქა პომიდვრის წვენი; ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი, ქორფა კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.

მეხუთე დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 1 დიდი ძირი ოხრახუში მცენარეულ ზეთში შემწვარი, ვაშლები; ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ქორფა კომბოსტოს სალათა ზეთით.

მეექვსე დღე - საუზმე: შავი ყავა; სადილი: 500 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი; ვახშამი: ნებისმიერი რაციონი წინა დღეებიდან, გარდა მესამე დღისა.

მერვე დღიდან დიეტა მეორდება.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS