საზამთროს რბილობიდან დოლბანდის საშუალებით გამოწურეთ წვენი
მაცივარში გაყინეთ საზამთროს რბილობი და წვენი. მიღებული ყინულის ნატეხებით დაიზილეთ სახე და ყელი. მასაჟის შემდეგ წვენი სახეზე 15-20 წუთით გაიჩერეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ შეგიძლიათ მკვებავი კრემი გადაისვათ. ეს პროცედურა ნებისმიერი ტიპის კანს უხდება.
საზამთროს რბილობიდან დოლბანდის საშუალებით გამოწურეთ წვენი, დაასველეთ მასში მარლის ნაჭერი და 15-20 წუთით დაიფინეთ სახეზე.
შემდეგ სახე ოთახის ტემპერატურის ანადღუარი წყლით ჩამოიბანეთ, ბუნებრივად შეიშრეთ, პირსახოცით არ შეიმშრალოთ
და მკვებავი კრემი წაისვით. ეს პროცედურა სახისა და ყელის კანის მოდუნების საწინააღმდეგო ბრწყინვალე პროფილაქტიკური საშუალებაა.
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის