მშრალი კანისთვის: ჟოლო გაქენით, დაუმატეთ ცოტაოდენი პურის ფქვილი, კარგად აურიეთ და მიღებული მასა სახეზე წაისვით, თუმცა მანამდე სახე კარგად დაიბანეთ და ცხიმიანი კრემი წაისვით. ნიღაბი 10-15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ან ბამბის ტამპონით მოიშორეთ, ან ცივი წყლით ჩამოიბანეთ და კვლავ კრემი წაისვით.