გაჯანსაღების მიზნით მდნარი წყალი რეკომენდებულია გამოიყენოთ ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე მდნარი წყალი ძველი დროიდან ფართოდ გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. ის გახლდათ ორგანიზმის ტონუსის ამაღლების და ფიზიკური აქტივობის შეუცვლელი საშუალება.
მდნარი წყლის სასარგებლო თვისებები.
მდნარი წყალი აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ასეთი წყლის გამოყენება ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მკვდარი უჯრედების გამოდევნას და აფერხებს დაბერებას. ამის გარდა, ონკანის წყლისგან განსხვავებით, მდნარი წყალი არ შეიცავს მძიმე ელემენტებს, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ ორგანიზმს. მდნარი წყლის გამოყენება აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმის
მდნარი წყლის გამოყენება სახლის პირობებში.
გაჯანსაღების მიზნით მდნარი წყალი რეკომენდებულია გამოიყენოთ ჭამის წინ 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 30-დან 45 დღემდე წყლის ყოველდღიური მიღების დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ. მდნარი წყალი სამკურნალო თვისებებს ინარჩუნებს გალღვობის შემდეგ მხოლოდ 5-7 საათის განმავლობაში. მინიმალური ნორმა, რომელიც უნდა დალიოთ დღის განმავლობაში - 500 მლ. მდნარი წყლის გათბობა შეიძლება მხოლოდ 37 გრადუსამდე, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ის კარგავს სამკურნალო თვისებებს.
მდნარი წყლის მომზადება.
აავსეთ ჭურჭელი გაფილტრული ან წყაროს წყლით მისი საერთო მოცულობის 75-80%-ით და შედგით საყინულეში. წყალი 100%-ით უნდა გაიყინოს. წყალი უნდა გადნეს ბუნებრივად, ოთახის ტემპერატურაზე. უმჯობესია წყალი პლასტმასის ბოთლებში გაყინოთ, რომლებიც განკუთვნილია წყლისთვის. წყლის გაყინვის დროს რეკომენდებულია გადააგდოთ პირველი წარმოქმნილი ყინული. ის მაგნიტივით იზიდავს მავნე ნივთიერებებს. ანალოგიურად შეიძლება მოიქცეთ წყლის გალღვობის დროსაც, რეკომენდებულია გადააგდოთ ყინულის გული, რომელმაც ვერ მოასწრო გადნობა. მდნარი წყლის დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 500-1000 მლ. უმჯობესია დალიოთ ახალი მდნარი წყალი, ვიდრე ერთი კვირის მარაგი დაამზადოთ.
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის