26 ივნისი, 2014
თირკმელების მკურნალობა ფეტვის ბურღულით
თირკმელების მკურნალობა ფეტვის ბურღულით ძალიან ეფექტურია. ფეტვს გამოაქვს კენჭები და სილა თირკმელებიდან, შარდის ბუშტიდან, კურნავს ცისტიტს, დაგეხმარებათ ქალური დაავადებების დროს.
სტატია ეძღვნება ძველებურ, ოდნავ დავიწყებულ ფეტვის ბურღულით თირკმელების მკურნალობის მეთოდებს, რომლებიც შეიძლება წარმატებით გამოიყენოთ ახლაც.

1) 1 ჭიქა ფეტვის ბურღული გარეცხეთ თბილი წყლით, ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში და
დაასხით მდუღარე წყალი. შეფუთეთ ქილა რაიმე თბილით და 1 დღით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. გამზადებული სითხე მიიღებს მოთეთრო ფერს. დალიეთ სითხე ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ დროს. როცა დამთავრდება, ისევ დაასხით ქილაში დარჩენილ
ბურღულს მდუღარე წყალი და დააყენეთ. დალიეთ სითხე მანამ, სანამ არ შეეცვლება გემო, შემდეგ ისევ ჩაყარეთ ქილაში ახალი ფეტვის ბურღული. კენჭის დაშლა იწყება ნახარშის გამოყენების შემდეგ 1-2 კვირაში.

2) ნახევარი ჭიქა ფეტვის ბურღული კარგად გარეცხეთ, დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 7 წუთის განმავლობაში. როცა გაცივდება დალიეთ ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ დროს. ეს ნახარში ძალიან ეფექტურია თირკმელების, შარდის ბუშტის და შარდ-სასქესო სისტემის ანთების დროს. ფეტვის ბურღული ასევე სასარგებლოა ფაფების და სუპების სახით, რაც ძალიან ეხმარება მკურნალობას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნათია
მიღების ხანგრძლივობა რატომ არ არის მითითებული
10:04 / 04-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თათა
კი მაგრამ, კენჭი რომ არ დაშალოს და სადინარში გაიჩხიროს, მერე?
10:11 / 18-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
სადაც თუთუყუშის საჭმელს ყიდიან
22:35 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
თეონა, ფეტვი იყიდება ბურღულეულთან ერთად, როგორც წონით, ასევე დაფასოებული, ბაზრობებზეც და მაღაზიებშიც. იგივეა რაც ღომის ღომი, რუსულად - ფშენო. არის ძალიან გემრიელი და სასარგებლო, არ მგონია, რამეს ვნებდეს :)
14:39 / 01-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ეგ ფეტვის ბურღულეული სად უნდა ვიკითხოთ რომ ვიყიდოთ?ან სხვა რამეს ხოარ ავნებს?
21:49 / 27-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS