25 ივნისი, 2014
როგორ მოვამზადოთ ასპირინის სამკურნალო ხსნარი
ასპირინის 10 აბი დაფხვენით და დაასხით 250 გ არაყი. დატოვეთ დასაყენებლად 2 დღით. შემდეგ გამზადებული ხსნარი კარგად შეანჯღრიეთ (ასპირინის ფხვნილი არ იქნება ბოლომდე გახსნილი) და დაიზილეთ ოსტეოქონდროზის დროს მტკივნეული ადგილები, იქ სადაც მარილების გიგროვდებათ. მეტად სასარგებლო იქნება ასეთი პროცედურა მასაჟის შემდეგ.
ასევე დაიზილეთ ხსნარით მტკივნეული ადგილები ვარიკოზის დროს, რაც გაგიყუჩებთ ტკივილს.

დახეთქილი ქუსლებისთვის მარლის
სახვევი დაასველეთ ხსნარში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილებზე, შეიხვიეთ პოლიეთელენი პარკით რომ არ გაშრეს. ზემოდან ჩაიცვით წინდა და დაიტოვეთ მთელი ღამით.

დილით სახვევი მოიხსენით, ფეხებზე გადაივლეთ წყალი, კარგად გაიმშრალეთ და წაისვით ფეხის კრემი. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ საღამოს. შედეგს დაინახავთ პირველივე პროცედურის შემდეგ, ხოლო 10 დღის შემდეგ თქვენი ქუსლები გათავისუფლდება უხეში და რქოვანი ფენისაგან.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS