18 ივნისი, 2014
როგორ მოვიმატოთ სიმაღლეში - სასარგებლო რჩევები ბავშვებისთვის და უფროსებისთვის
ნივთიერებათა ცვლაზე დადებით მოქმედებას, კვების გარდა, ახდენს ასევე ორგანიზმის გაკაჟება ადამიანის სიმაღლე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. თუ თქვენ სიმაღლის კომპლექსი გაწუხებთ, ჩვენი რჩევები ძალიან გამოგადგებათ.

1. სწორი კვება

ყოველდღიურ რაციონი გაამდიდრეთ რაც შეიძლება მეტი რძის პროდუქტებით. როგორიც არის ხაჭო, კეფირი, ყველი. ასევე მიირთვით რკინით მდიდარი ვაშლი.
ძვლების ზრდისთვის საჭიროა ასევე ფოსფორი და ზოგიერთი ვიტამინები. მაგრამ ბრმად ნუ მიჰყვებით საეჭვო ინსტრუქციებს და უპირატესობა მიანიჭოთ თევზს და სტაფილოს. ვიტამინების და ზოგიერთი მინერალების გადამეტებამ, განსაკუთრებით კი ზრდად ორგანიზმს, შეიძლება უფრო
მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე სარგებელი.
თქვენი მენიუ გაამდიდრეთ ცილით მდიდარი საკვებით, რაც სასარგებლოა ძვლებისთვის და კუნთოვანი ნაწილის გასაძლიერებლად.

2. დატვირთვის განაწილება

ზრდის პროცესზე, განსაკუთრებით ბავშვებში, სერიოზულ გავლენას ახდენენ ფიზიკური დატვირთვები ხერხემალზე. თუ ბავშვს აქვს გენეტიკური წინაპირობა იყოს 18 წლის ასაკში თავის თანატოლზე დაბალი, მაშინ არ ღირს მისი მიყვანა აკრობატიკის და მძიმე ათლეტიკის სექციაში. ამ შემთხვევაში მძიმე დატვირთვები ხერხემალზე აკრძალულია. სამაგიეროთ, დადებით გავლენა ექნება ცურვას, და არა მხოლოდ ბავშვებისთვის.

3. გაჭიმვა

ხერხემლის ვარჯიშების გარდა ასევე აუცილებელია განვითარდეს კუნთების მოქნილობა. ამაში დაგეხმარებათ გაჭიმვითი ვარჯიშები. შესაძლოა გსმენიათ, რომ ღერძზე დაკიდება სასარგებლოა ზრდისთვის და ეს მართალია. სასურველია ვარჯიშები ღერძზე გააკეთოთ ყოველდღიურად 10-15 წუთის განმავლობაში.

4. მასაჟი

ფიზიკური ვარჯიშების გარდა სასარგებლოა მასაჟი. ოღონდ მიაკითხეთ პროფესიონალს. ის არა მხოლოდ დაგეხმარებათ იქონიოთ ზურგის კუნთები ტონუსში, არამეტ გაგისწორებთ ხერხემალს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია 25 წელს გადაცილებულ ადამიანებისთვისაც კი.

5. ჰორმონები

არსებობს აზრი, რომ სიმაღლეში ზრდა შეიძლება თანამედროვე მედიცინის დახმარებით, ანუ ჰორმონებით. მაგრამ ამ მეთოდის გამოყენება თვითნებურად არ შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში ჰორმონალურ მკურნალობას დაგინიშნავთ მხოლოდ მკურნალი ექიმი.

6. ნივთიერებათა ცვლა

ნივთიერებათა ცვლაზე დადებით მოქმედებას, კვების გარდა, ახდენს ასევე ორგანიზმის გაკაჟება. საკმარისია მარტივი პროცედურების ჩატარება: ცივი წყლით დაზილვა, კონტრასტული დუში და სახლში ფეხშიშველა სიარული. და ბოლოს, ყველაზე მარტივი წესი - ეს დასვენება და ჯანმრთელი ძილია.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS