11 ივნისი, 2014
3 ყველაზე მავნე დიეტა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციამ ყველაზე მავნე დიეტების სია შეადგინა, დაანგრია მითი ''ცხიმების დაწვის'' შესახებ და გახდომის მთავარი წესების საიდუმლოსაც ''მიაგნო''.

ბრიტანეთის პროფესიულმა სამეცნიერო-კვლევითმა უწყებამ ომი გამოუცხადა დიეტოლოგიურ ''სექტანტობას''.

ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ დიეტების უმრავლესობა მეცნიერულად შესწავლილი არ არის, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათოა.

ყველაზე მავნეთა შორის მოხვდა ატკინსის დიეტა. ექსპერტთა აზრით, ის ეწინააღმდეგება ჯანსაღი კვების წესებს. მეცნიერებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ასევე დიეტა ''სისხლის ჯგუფის'' მიხედვით'' და ''მწვანე'' ანუ კომბოსტოს წვნიანის დიეტა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ
არ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ცხიმებს წვავს - ეს გამოგონილი ამბავია.

დიეტოლოგებმა მსურველებს შესთავაზეს, ნუ დატანჯავენ ორგანიზმს სახიფათო ექსპერიმენტებით, უმჯობესია, მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევა გაითვალისწინრონ:

ნაკლები მიირთვან, მეტი იმოძრაონ, შეზღუდონ ცხიმიანი პროდუქტებისა და შაქრის მოხმარება.

მეცნიერთა აზრით, ადამიანის რაციონი სრულყოფილი უნდა იყოს, ამიტომ განსაზღვრული სახის პროდუქტების გამორიცხვა ორგანიზმს მხოლოდ ზიანს მოუტანს.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS