მუქი ფერის ქიშმიში ისევე როგორც მუქი ყურძენი და მისგან გაკეთებული ღვინო, უფრო მეტად სასარგებლოა ვიდრე ღია ფერის ჯიშები. მასში შემავალი ნივთიერებები აქვეითებენ ბაქტერიების ზრდას პირის ღრუში.
100 გ ქიშმიში გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. როცა ნახარში გაცივდება, გაწურეთ და მიიღეთ დღის
თუ თქვენ ზედმეტად ხართ გაღიზიანებული დაგეხმარებათ შემდეგი რეცეპტი: ცივ წყალში დაალბეთ ქიშმიში და დატოვეთ მთელი ღამით. ნაყენი დალიეთ დილით, ხოლო ქიშმიში - დღის განმავლობაში მიირთვით.
ქიშმიშის ნახარში ხახვის წვენში გარეული ხველების, ანგინის და სურდოს დროს შეუცვლელია. 100 გრამ ქიშმიშს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გაწურეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხახვის წვენი. დალიეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, სანამ სურდო არ გაგივლით.
ძლიერი ხველის დროს 30 გ ქიშმიში გააჩერეთ ცივ ანადუღარ წყალში 2 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და მიიღეთ ცხელ რძესთან ძილის წინ.
კესო ლაღიძე
სპეცილურად საიტისთვის