11 ივნისი, 2014
ქიშმიშის ნაყენი - გაიძლიერეთ ნერვული სისტემა, დაეხმარეთ გულს, ფილტვებს და მთელ ორგანიზმს!
ქიშმიშის სამკურნალო თვისებები განპირობებულია მასში შემავალი სასარგებლო მინერალური მარილებით. გლუკოზის და ფრუქტოზის რაოდენობა ქიშმიშში რვაჯერ მეტია ვიდრე ყურძენში. ასევე ქიშმიშში არის ნივთიერება, რომელიც შეუცვლელია ოსტეოპოროზის პროფილაკტიკისთვის.

მუქი ფერის ქიშმიში ისევე როგორც მუქი ყურძენი და მისგან გაკეთებული ღვინო, უფრო მეტად სასარგებლოა ვიდრე ღია ფერის ჯიშები. მასში შემავალი ნივთიერებები აქვეითებენ ბაქტერიების ზრდას პირის ღრუში.

100 გ ქიშმიში გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. როცა ნახარში გაცივდება, გაწურეთ და მიიღეთ დღის
განმავლობაში გიპერტონიის, არითმიის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. მკურნალობის კურსი ათ დღეს გრძელდება.

თუ თქვენ ზედმეტად ხართ გაღიზიანებული დაგეხმარებათ შემდეგი რეცეპტი: ცივ წყალში დაალბეთ ქიშმიში და დატოვეთ მთელი ღამით. ნაყენი დალიეთ დილით, ხოლო ქიშმიში - დღის განმავლობაში მიირთვით.

ქიშმიშის ნახარში ხახვის წვენში გარეული ხველების, ანგინის და სურდოს დროს შეუცვლელია. 100 გრამ ქიშმიშს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გაწურეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხახვის წვენი. დალიეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, სანამ სურდო არ გაგივლით.

ძლიერი ხველის დროს 30 გ ქიშმიში გააჩერეთ ცივ ანადუღარ წყალში 2 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და მიიღეთ ცხელ რძესთან ძილის წინ.


კესო ლაღიძე
სპეცილურად საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
teona
ქალბატონო მაკა საერთოდ ესეთი ნაზავი მითუმეტეს თაფლით დამზადებულმა გამორიცხულია თუ არ მოგარჩინა უკუჩვენება მოგცეს თუ რათქმაუნდა ალერგიული არ ხართ.
11:48 / 23-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სად ნახულობენ ოღონდაც ამ რეცეპტებს?იყოდა რაღაც თაფლით ლიმონით ხორბლით კეთდებოდა არაფერზე მიშველა უარესად ავად გავხდი რა?
15:08 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
aka
შე დალოცვილო ისიც დაგეწერა რამდენი დღე შეიძლება (პირველი რეც.) დავლიოთ, თუ მხოლოდ ერთი დღეც საკმარისია
10:52 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS