09 ივნისი, 2014
12 მიზეზი რატომ უნდა მიიღოთ ვაშლის ძმარი - რევოლუცია ჯანმრთელობაში
დაუშვებელია მისი მიღება წყალში გახსნის გარეშე

საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე დიდ ჭიქა წყალში ჩაასხით ერთი კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ. ეს სასწაულმოქმედი სითხე დაამარცხებს უამრავ დაავადებას და რაც მთავარია, მოგიგვარებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

გთავაზობთ 12 მიზეზს თუ რატომ უნდა მიიღოთ ვაშლის ძმარი.

1. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

2. მოგიგვარებთ ნაწლავების პრობლემებს და გიშველით ყაბზობის დროს.

3. ებრძვის ნაწლავების ბაქტერიებს და აუმჯობესებს მიკროფლორას.

4. გააძლიერეთ თქვენი იმუნური სისტემა, ებრძვის ლიმფურ კვანძებს.

5. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და
ეხმარებათ დიაბეტით დაავადებულებს.

6. არეგულირებს არტერიულ წნევას, კარგია ამ ნაყენის მიღება მაღალი წნევის შემთხვევაში.

7. მოწამვლის დროს წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი შეუცვლელი წამალია.

8. დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში, მაგრამ ამ დროს უნდა შეამციროთ ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება.

9. თუ პირში ცუდი სუნი დისკომფორტს გიქმნით, ჩაიგუბეთ ნაყენი და ათი წამის შემდეგ გადაასხით.

10. მოგიგვარებთ დერმატოლოგიურ პრობლემებს, რადგან ვაშლის ძმარი ცნობილია, როგორც კანის მატონიზირებელი საშუალება.

11. არეგულირებს სისხლში პროთრომბინის დონეს.

12. გახდებით უფრო ენერგიულები.

თუ გინდათ, რომ შედეგი მალე მიიღოთ, ჩაიტარეთ ორკვირიანი ყოველდღიური კურსი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ვაშლის ძმარი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და რაც მთავარია, გახსენით დიდ ჭიქაში ან დაახლოებით 400 გრამ წყალში. დაუშვებელია მისი მიღება წყალში გახსნის გარეშე. სურვილისა და გემოს შემთხვევაში დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. დაუშვებელია ამ მკურნალობის ჩატარება დაბალწნევიანებისთვის.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
მაია
გოგოებო ჩაის კოვზი იგულისხმება.მის შეასახებ სპეცისლური გამოცემაში მაქვს წაკითხხული.კარგია ერთ ჩაუს კოვზ თაფლთან ერთად 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
22:51 / 10-09-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
დღეში ერთხელ მიიღეთ,უმჯობესია სადილის წინ რომ კუჭის გაღიზიანება გამოვრიცხოთ .ერთი სუფრის კოვძი ძმარი საკმარისია.
20:36 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დოდო სიჭინავა
ნაირა, როგორ სვამთ, იქნებ გვითხრათ, რომელი კოვზით და დგეში რამდენჯერ შეიძლება?
19:13 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
რატომ არ წერთ რომელი კოვზი,აქ მოჩანს არა პროფესიონალის რჩევა-დარიგება,კოვზია ,ჩაის ,დესერტის და სუფრის,.
12:47 / 03-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მეც გეთანხმებით, ძალიან სასარგებლოა, მაგრამ კუჭისთვის საკმაოდ საზიანო!
01:43 / 03-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა-ეკა
მხოლოდ დილით უნდა
11:34 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
manana
დღეში რამდენჯერ? ყოველი ჭამის წინ?
15:59 / 18-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაირა რუხაია-ადამია
წლებია ვიღებ ამ მეთოდით! ნამდვილი სასწაულია!!!
22:18 / 30-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაშლის ძმრის ნასვამი
მე დავამატებდი:რატომ არ უნდა მიიღო ვაშლის ძმარი? გასტრიტს (შემდგომში კუჭის წყლულს)აჩენს და იმიტომ. ძალიან ნუ გაგიტაცებთ. ეგ "სიამოვნება" უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე.
19:18 / 05-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS