09 ივნისი, 2014
12 მიზეზი რატომ უნდა მიიღოთ ვაშლის ძმარი - რევოლუცია ჯანმრთელობაში
დაუშვებელია მისი მიღება წყალში გახსნის გარეშე

საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე დიდ ჭიქა წყალში ჩაასხით ერთი კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ. ეს სასწაულმოქმედი სითხე დაამარცხებს უამრავ დაავადებას და რაც მთავარია, მოგიგვარებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

გთავაზობთ 12 მიზეზს თუ რატომ უნდა მიიღოთ ვაშლის ძმარი.

1. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

2. მოგიგვარებთ ნაწლავების პრობლემებს და გიშველით ყაბზობის დროს.

3. ებრძვის ნაწლავების ბაქტერიებს და აუმჯობესებს მიკროფლორას.

4. გააძლიერეთ თქვენი იმუნური სისტემა, ებრძვის ლიმფურ კვანძებს.

5. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და
ეხმარებათ დიაბეტით დაავადებულებს.

6. არეგულირებს არტერიულ წნევას, კარგია ამ ნაყენის მიღება მაღალი წნევის შემთხვევაში.

7. მოწამვლის დროს წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი შეუცვლელი წამალია.

8. დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში, მაგრამ ამ დროს უნდა შეამციროთ ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღება.

9. თუ პირში ცუდი სუნი დისკომფორტს გიქმნით, ჩაიგუბეთ ნაყენი და ათი წამის შემდეგ გადაასხით.

10. მოგიგვარებთ დერმატოლოგიურ პრობლემებს, რადგან ვაშლის ძმარი ცნობილია, როგორც კანის მატონიზირებელი საშუალება.

11. არეგულირებს სისხლში პროთრომბინის დონეს.

12. გახდებით უფრო ენერგიულები.

თუ გინდათ, რომ შედეგი მალე მიიღოთ, ჩაიტარეთ ორკვირიანი ყოველდღიური კურსი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ვაშლის ძმარი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და რაც მთავარია, გახსენით დიდ ჭიქაში ან დაახლოებით 400 გრამ წყალში. დაუშვებელია მისი მიღება წყალში გახსნის გარეშე. სურვილისა და გემოს შემთხვევაში დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. დაუშვებელია ამ მკურნალობის ჩატარება დაბალწნევიანებისთვის.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
მზია
გააჩნია ვაშლის ძმარს, უნდა იყოს სანდო, ნატურალური, სწორად დამზადებული, მე ვსვამ ერთი თვეა და მართლაც ვგრძნობ რაღაც სასიკეთო ცვლილებებს - მქონდა საერთო სისუსტე და თავბრუსხვევები, რაც აღარ მაქვს. დალევას განვაგრძობ .
19:54 / 19-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯაჯო
რამდენი ბრიყვია ,კომენტარებს,რომ კიტხულობ,ადამნიანები ,რომლებსაც ყველაფრის სჯერათ,ვაი თქვენს პატრონს!!!
09:16 / 21-05-2017
გამოხმაურება / 1 /
ლია
მართლა ჯაჯო ხარ! რამესი ჰჯერა საერთოდ?
16:59 / 24-08-2018
მამუკა
სახისთვის როგორ უნდა ვიხმაროთ
20:00 / 17-05-2017
გამოხმაურება / 0 /
შორენა
გთხოვთ მიპასუხოთ ჩაის კოვზით თუ სადილის კოვზით. 2 კვირაზე მეტი თუ ხანგრძლუვათ დავლიოთ?
16:10 / 26-10-2016
გამოხმაურება / 0 /
nana
me kmakopili var 30 kili movikeli 6 tveshi tkbili amoiget ogond kvirashi ertxel shegidzliat miirtvat.ise shamet ras gindat.
17:40 / 10-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS