07 ივნისი, 2014
როგორ ვუშველოთ თმის ცვენას და გაყოფილ ბოლოებს
ჩვენი თმის მდგომარეობა ზუსტად ასახავს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. თუ თმა გცვივათ ან ბოლოები გეყოფათ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიეთ.

თმის ცვენისას

თმის ცვენის მიზეზი ხშირად დიეტებიცაა, რადგან ერთგვაროვანი საკვები და ჩვეული რაციონის შემცირება, წონის კლებასთან ერთად თმის ცვენის მიზეზიც ხდება. ამ დროს ორგანიზმს არ მიეწოდება სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტები და ვიტამინები.

თმის ცვენისას სასარგებლოა ყოველ დილით უზმოზე ერთი სადილის კოვზი ზეითუნის, სელის ან გოგრის ზეთის დალევა. თუ ეს თქვენთვის რთული შესასრულებელია, შეგიძლიათ, ზეთი სალათებს ან
ფაფებს დაუმატოთ.

სხვათა შორის, ფაფები, ჭვავის პური და მაკარონი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში. ამ პროდუქტებში შემავალი რთული ნახშირწყლები აუცილებელია ორგანიზმის სწორი მუშაობისთვის.

შავი წიწაკის ნიღაბი

თმის გასამაგრებლად რეკომენდებულია შავი წიწაკის ნაყენი, მასში შემავალი ნივთიერებები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ნიღაბი: თანაბარი რაოდენობით ერთმანეთში აურიეთ დაფქული შავი წიწაკა და მარილი, შეურიეთ იმდენი ხახვის წვენი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და თავის დაბანამდე ნახევარი საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS