კვერცხის ლოსიონი
ერთი კვერცხის გულს დაუმატეთ ერთი ლიმონის გამოწურული წვენი. დაასხით ერთი სუფრის კოვზი არაყი. დაუმატეთ ½ ჭიქა ნაღები. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მასა შეინახეთ მაცივარში და მოგვიანებით რამდენიმე დღის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ლუდის ლოსიონი
ერთ
დამამშვიდებელი ლოსიონი
ერთ ჭიქა გვირილას ნაყენს დაუმატეთ ¼ სადილის კოვზი გლიცერინი. მოხმარების წესი იგივია, რაც დანარჩენი ლოსიონების შემთხვევაში.
ცხიმიანი კანისთვის
კვერცხის ცილას დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი, ½ ჭიქა წყალი და ერთი კოვზი არაყი, 2 გრამი ბურახი.
გამათეთრებელი ლოსიონი
ერთი ლიმნის წვენს დაუმატეთ 50 მლ წყალი და ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი.
ნაოჭების საწინააღმდეგო ლოსიონი
ერთი სადილის კოვზ დაკეპილ კამას, ოხრახუშს, ერთ ჩაის კოვზი მუხის ქერქს და ერთ სუფრის კოვზ ცაცხვის წვენს დაასხით ორი ჭიქა ადუღებული წყალი. გავაჩეროთ ორი საათით და შემდეგ გადაწუროთ. დაუამატოთ მწიკვი ლიმონმჟავა. გამოყენებამდე შეინახეთ მაცივარში.
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის