გთავაზობთ, შვიდ მცენარეს, რომელიც თქვენს სახლს ჟანგბადით გაამდიდრებს და ტოქსინებისგან გაწმენდს.
ზოგიერთი მცენარის გახარება სახლის გარდა ოფისში და აგარაკზეც შეგიძლიათ. მცენარეების უკეთ ნახვისთვის გაშალეთ ფოტო დიდ ზომაზე.
1. შეფლერა - თუ სახლში მინიმუმ ერთი მწეველია, რომელსაც
2. ეპიპრემნუმი - ასუფთავებს ჰაერს ბენზოლისგან. მისი მოვლა მარტივია. იზრდება სწრაფად და იშვიათად სჭირდება მორწყვა.
3. დრაცაენა - თუ თქვენ ქარხანასთან ახლოს ცხოვრობთ და გამონაბოლქვი გაწუხებთ, დრაცანეა, ყველანაირ ტოქსინს აღმოფხვრის თქვენს მშვიდ ნავსაყუდელში.
4. ქლოროფიტიუმი - ეფექტურად ებრძვის გაზის გამონაბოლქვს და განსაკუთრებულად დაგეხმარებათ ჰაერის გაწმენდაში პირველ და მეორე სართულზე მცხოვრებლებს.
5. საძინებლის პალმა - ატენიანებს ჰაერს და ფილტრავს მავნე ნივთიერებებისგან.
6. სურო - ჰაერს წმენდს ბენზოლისგან, ფორმადლეჰიდისგან და ქსილოლისგან.
7. ფიკუსი - ჩემპიონია, როგორც ჰაერის გამწმენდი. ის ისეთ აქტიურ ტოქსინებს ებრძვის, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, ბენზოლი და ამიაკი. ფიკუსი მაგნიტივით იზიდავს მტვერს.
აირჩიეთ რომელიმე მცენარე და თქვენი სუნთქვა უფრო ჯანსაღი გახდება.