01 ივნისი, 2014
დიდედას ნასწავლი რეცეპტი – დაემშვიდობეთ აკნეს სამუდამოდ
სასიამოვნო შედეგის ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ კანის პრობლემა გაქვთ და აკნეს გამო კომპლექსდებით და პრობლემის მოგვარებას ძვირფასი კრემებით და ნიღბებით ცდილობთ? დარბიხართ კოსმეტოლოგის კაბინეტებში? ან პრობლემის დამალვას ყოველდღიურად ტონალური კრემით და პუდრით ცდილობთ?

უფრო ადვილი და ეფექტურია მიმართოთ ტრადიციულ დიდედას რეცეპტს. რომელიც წლების კი არა საუკუნეების მიერაა გამოცდილი.

ძალიან მარტივი და ეფექტური რეცეპტი აკნეს სამუდამოდ „გაანადგურებს“ თქვენს სახეზე.

ნიღბისთვის დაგჭირდებათ: ცოტა ლუდის საფუარი, ერთი კოვზი რძე და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვეთი.

მომზადების წესი:

ერთ კოვზი
ლუდის საფუარი გახსენით ერთ კოვზ რძეში, გააჩერეთ თხუთმეტი-ოცი წუთი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე თანაბრად და თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს 5-7 დღის განმავლობაში, შეისვენეთ 12 დღე და კურსი კვლავ გაიმეორეთ.

სასიამოვნო შედეგის ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ!

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ნანა
ეს ყოველ დღე ახალი უნდა გავაკეთო და თუ ერთი გაკეთება შეიძლება გამოვიყენო სადამდეც მეყოფა?
16:44 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ნინო,აკნე იგივეა რაც პრიში ან ფერიმჭამელა
17:48 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ნინოოო,აკნე არის თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია. ფერიმჭანელა,პრიშიკი....იმედია ეს ბოლო ორი მაინც გაგიგია თუ არ გამოგიცდია:)
17:45 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
უკაცრავად, მაგრამ აკნე რა არის?
00:40 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მგრძნობიარე კანზეც დადეთ რა რამე
18:31 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნ
დაწერეთ აბა რა შედეგი გექნებათ, ვინც გააკეთებთ
14:01 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სად შეიძლება რომ ვიყიდო?
11:59 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
დეკო
ლუდის საფუარი არის იგივე მცენარე სვია ხალხნო და მწვანე აფთიაქში იქნება
23:44 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
სად იყიდება ეგ საპუარი
23:31 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატი
სად იკიდება ლუდის საფუარი
16:49 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS