01 ივნისი, 2014
გვირილას ჩაი გასახდომად - დაიკელით წონაში ზიანის გარეშე
შერჩეული ნაყენის მიღება შეგიძლიათ ორი კვირის განმავლობაში, სასურველი წონის მიღწევამდე სახალხო მედიცინაში გვირილა ითვლება შეუცვლელ დამხმარედ ზედმეტ წონასთან ბრძოლაში, ვინაიდან ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე ახდენს სხეულის კორექტირებას.

რეცეპტი №1. გვირილას ნაყენი

1 სუფრის კოვზ გვირილას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქის თბილი ნაყენი დღეში 3- ჯერ ჭამამდე.

რეცეპტი №2. გვირილას ნახარში ლიმონით

ასეთი ნახარში ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ნაღველის გამოყოფას და ათავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
1 სუფრის კოვზ გვირილას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15-20 წუთი. როცა გაცივდება გაწურეთ და დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. მიიღეთ ჭამამდე 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

რეცეპტი №3. გვირილა მცენარეულ ნაკრებში


აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის გვირილა, ალვის ხის კვირტები, კრაზანა და უკვდავა. 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. მიიღეთ თითო-თითო ჭიქა დილით და საღამოს. საღამოს ნაყენის მიღების შემდეგ დილამდე არაფერი არ მიიღოთ, წყალიც კი.

შერჩეული ნაყენის მიღება შეგიძლიათ ორი კვირის განმავლობაში, სასურველი წონის მიღწევამდე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სოფო
გამარჯობა გვირილა მართლა დასუსტებს ადამიანს ? და როგორი შედეგი ექნება ხოვერ მეტყოდით?
22:56 / 04-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS