1 სუფრის კოვზი თხელი თაფლი, 1 კვერცხი და 2 სუფრის კოვზი ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში.
მიღებული მასა გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გაყოფილ ბოლოებს.
შემდეგ შემოიხვიეთ ცელოფანი და პირსახოცი და გაიჩერეთ 30-60 წუთი.
ჩამოიბანეთ რბილი შამპუნით. გამოიყენეთ 2-3-ჯერ თვეში.
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის