31 მაისი, 2014
ნიღაბი თმის გაყოფილი ბოლოებისთვის თაფლით და ზეითუნის ზეთით
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გაყოფილ ბოლოებს ეს ნიღაბი დაეხმარება ყველას, ვისაც გაყოფილი ბოლოები აქვს თმაზე. 

1 სუფრის კოვზი თხელი თაფლი, 1 კვერცხი და 2 სუფრის კოვზი ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში.

მიღებული მასა გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გაყოფილ ბოლოებს.
შემდეგ შემოიხვიეთ ცელოფანი და პირსახოცი და გაიჩერეთ 30-60 წუთი.

ჩამოიბანეთ რბილი შამპუნით. გამოიყენეთ 2-3-ჯერ თვეში.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS