სამწუხაროთ ყოველთვის ვერ ხერხდება მაღაზიაში ისეთი საშუალების შეძენა, რომელიც იდეალურად მოაშორებს მდგრად მაკიაჟს და მოუვლის კანს.
დეკორატიული კოსმეტიკის მოსაცილებლად სპეციალისტები გვირჩევენ მივაქციოთ ყურადღება მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებების ალტერნატიულ ვარიანტებს.
1. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი მშვენივრად ასუფთავებს და ატენიანებს კანს. უფრო მეტიც, ზეთი მგრძნობიარე კანსაც კი უხდება.
დაასველეთ ბამბის ტამპონი ცოტაოდენ ზეთში და წრიული მოძრაობებით გაიწმინდეთ სახე. თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებლად გაიჩერეთ ტამპონი კანზე
2. იოგურტი
ასეთი ვარიანტისთვის დაგჭირდებათ ცხიმიანი ან ზომიერად ცხიმიანი იოგურტი ხილის დანამატების გარეშე. დაასველეთ ბამბის ტამპონი იოგურტით და გაიწმინდეთ სახე. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
3. ვაზელინი
ვაზელინი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკის დასამზადებლად სახლის პირობებში და როგორც თავის მოვლის ერთ-ერთი საშუალება. ის ასევე შესანიშნავად აცილებს მაკიაჟს და უნარჩუნებს კანს ტენიანობას. ვაზელინიანი ბამბის ტამპონით ფრთხილად მოიცილეთ მაკიაჟი.