25 მაისი, 2014
8 შესანიშნავი საშუალება ფრჩხილების გასამაგრებლად
გთავაზობთ ფრჩხილების ეფექტურ აბაზანებს გთავაზობთ ფრჩხილების ეფექტურ აბაზანებს. ფიალაში მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტებიდან ნებისმიერი და 20-30 წუთით მოათავსეთ თითები, შემდეგ გადაივლეთ გრილი წყალი და წაისვით ხელის მკვებავი კრემი. ზეთოვანი ნარევების გამოყენება შეიძლება ბევრჯერ.

1. 250 გ ცხელ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი.
2. 250 გ ცხელი წყალი, 1 სუფრის კოვზი სუფრის ან ზღვის მარილი, 1 ჩ. კოვზი სოდა და 3 წვეთი იოდი.
3. 1 ჭიქა თბილი წყალი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ამპულა ვიტამინი B1
4. 250
გ ცხელ წყალში გახსენით ვიტამინი "ვიტრუმი"-ის 1 ტაბლეტი.
5. 50 გ ზეითუნის ზეთი, 50 გ მზესუმზირის ზეთი, 1 ჩ. კოვზი აბუსალათინის ზეთი, 5-5 წვეთი A და E ვიტამინები.
6. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი პროპორციებით ვაშლის ძმარი და ნებისმიერი მცენარეული ზეთი.
7. 250 გ ცხელი წყალი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 3 წვეთი იოდი.
8. 1 სუფრის კოვზი ჟელატინი გახსენით 2 ჭიქა ცხელ წყალში და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS