ისინი გვთავაზობენ წვნიანს, რომელიც ასკილის ნახარშისგანაა მომზადებული. ეს წვნიანის ცივი ვარიანტია, რომელიც ზაფხულის ცივ დღეებში შეუცვლელია. ზაფხულში ცხელი კერძის ჭამა შეუძლებელია. ვიტამინების მიღება საკვების სახით კი აუცილებელია.
ცივი წვნიანის მომზადება უმარტივესია.
თავდაპირველად მოამზადეთ ასკილის ნახარში. ერთ ლიტრ წყალში ჩაყარეთ 100 გრ. ასკილი და ადუღეთ რამდენიმე წუთის
ცალკე მოხარშეთ 5-6 ცალი კარტოფილი და ორი ცალი სტაფილო. დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ ასკილის ცივ ნახარშში.
კუბიკებად დაჭერით კიტრი და რამდენიმე თავი ხახვი, ორი კვერცხი მოხარშეთ და იმავე ნახარშში მოათავსეთ. აურიეთ მასა და დაუმატეთ რამდენიმე კოვზი არაჟანი.
სულ ესაა მთელი რეცეპტი. უბრალოდ გემრიელი, სასარგებლო და ორგანიზმის გამწმენდი. ზოგიერთი ასკილის სუპს ხილსაც უმატებს. მიენდეთ საკუთარ გემოვნებას და ყველაფერი გამოგივათ.
გემრიელად მიირთვით!
კესო ლაღიძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის