მშრალი კანი:
ყავის ნალექს აურიეთ 2 ჩაის კოვზი შვრია, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი ან 1 სუფრის კოვზი იოგურტი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
დაბერებული კანისთვის:
1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 უმი კვერცხი. კარგად აურიეთ და წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი
ნაოჭების საწინააღმდეგოდ:
1 სუფრის კოვზ ჭვავის ფქვილს, დაუმატეთ იგივე რაოდენობით ძლიერი ყავა. მიღებული ნარევი აურიეთ სახის კრემში . შემდეგ დაუმატეთ 1 კვერცხის გული და წაისვით მთლიან სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გამწმენდი ნიღაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის:
1 სუფრის კოვ ყავას დაუმატეთ 1 სადილის კოვზი გახეხილი ვაშლი. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის