24 მაისი, 2014
ყავის სასწაულმოქმედი მარტივი ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის
თქვენი კანის ტიპის შესაბამისი ნიღაბის გაკეთება კვირაში ერთხელ შეგიძლიათ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი ნიღაბის გაკეთება კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.

მშრალი კანი:
ყავის ნალექს აურიეთ 2 ჩაის კოვზი შვრია, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი ან 1 სუფრის კოვზი იოგურტი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

დაბერებული კანისთვის:
1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 უმი კვერცხი. კარგად აურიეთ და წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი
წყლით.

ნაოჭების საწინააღმდეგოდ:
1 სუფრის კოვზ ჭვავის ფქვილს, დაუმატეთ იგივე რაოდენობით ძლიერი ყავა. მიღებული ნარევი აურიეთ სახის კრემში . შემდეგ დაუმატეთ 1 კვერცხის გული და წაისვით მთლიან სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გამწმენდი ნიღაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის:
1 სუფრის კოვ ყავას დაუმატეთ 1 სადილის კოვზი გახეხილი ვაშლი. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
*******
მე გამოცდილი მაქვს ნალექიანი ყავის სკრაბი და უმაგრესია სახისთვისაც და მთლიანად ტანისთვისაც. ყავას რომ დალევთ,დაამატეთ სულ ცოტა ზეთი,უმჯობესია ზეითუნის,მაგრამ თუ არ გაქვთ,მაშინ ნებისმიერი ზეთი,რაც გაქვთ.და წაისვით სახეზე, წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანში და 15 წუთში ჩამოიბანთ.მშრალი კანისთვის კვირაში ერთხელ საკმარისია,ძალიან კმაყოფილი ვარ.
22:52 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინოს
რა თქმა უნდა ნალექიანი...
21:09 / 24-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კესო ყავა ნალექიანი უნდა იყოს თუ უნალექო?
17:47 / 24-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS