21 მაისი, 2014
ნიღაბი თმის მბზინვარებისთვის
ნაბიჯი 1. აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი ძმარი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნაბიჯი 2. დაუმატეთ 1 ც. ათქვეფილი კვერცხი და კარგად აურიეთ.

ნაბიჯი 3. მიღებულ მასას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი.

ნაბიჯი 4. ნიღაბი დაიდეთ თმაზე მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 2 საათი და შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით. სასურველია თმაზე გადაივლოთ რომელიმე მცენარის ნაყენი (გვირილა, ჭინჭარი).

გამოყენების ციკლი: ნიღაბი უნდა გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
შემდეგ პროფილაკტიკისთვის - ორ კვირაში ერთხელ. შედეგი: თმა იძენს ჯანმრთელ იერს. ხდება რბილი, მორჩილი და მბზინვარე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS