19 მაისი, 2014
გაახალგაზრდავების სქემა - ეფექტური რეცეპტები
2 სუფრის კოვზ გამომშრალ გვირილას დაასხით 200 გ ზეითუნის ზეთი რეცეპტი №1: კანის ვიტამინიზირებული კრემი

100 გ კარაქი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში, წაისვით სახეზე 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კრემი შეინახეთ მაცივარში.

რეცეპტი №2: ზეითუნის ზეთი და გვირილა

2 სუფრის კოვზ გამომშრალ გვირილას დაასხით 200 გ ზეითუნის ზეთი, დააფარეთ სქელი ნაჭერი და გააჩერეთ გრილ და მშრალ ადგილას
1 თვე. შემდეგ გაწურეთ და გამოიყენეთ "გვირილას ზეთი" მშრალი და დახეთქილი კანისთვის. ზეთი ასევე ეფექტურია ფეხის ქუსლების დასარბილებლად.

რეცეპტი №3: ნატურალური საშუალება სახის და ყელისთვის

10 გ ფუტკრის სანთელი და 20 გ კაკაოს ცხიმი მოათავსეთ ჭურჭელში და ჩადგით გასადნობათ ცხელ წყალში. შემდეგ გამდნარ მასას დაუმატეთ 20 გ ატმის ზეთი და კარგად აურიეთ. წაისვით სახის და ყელის მიდამოზე 15-20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეინახეთ მაცივარში.

რეცეპტი №4: ნატურალური ლოსიონი სახის კანისთვის

300 მლ ახლადდაწურული ყურძნის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი წყალი აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ლოსიონით გაიწმინდეთ სახე კანის ტონუსისთვის.








FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS