კვასნევსკი ამტკიცებს, რომ ეს დიეტა სიმსუქნის გარდა შაქრიან დიაბეტს და თირკმელების დაავადებებსაც შველის.
მენიუს შემადგენლობაში შედის ძირითადად ცხოველური ცილები და ცხიმები, ხოლო დანარჩენი პროდუქტები გამორიცხეთ. განსაკუთრებულად ხილი და ბოსტნეული, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს. არ მიირთვათ პური და მარცვლეული, წყალი კი
ყოველდღიური დიეტა ეფუძნება შემდეგ პროდუქტებს:
კვერცხი, ხორცი, ბეკონი, რძე, ყველი და ნაღები , ზოგჯერ მაკარონი და კარტოფილი.
სავარაუდო მენიუს დღის განმავლობაში
საუზმე:
ერბოკვერცხი (მინიმუმ 3 კვერცხის ), 1ჭიქა ჩაი .
სადილი:
150 გრამი კვერცხსა და სუხარში ამოვლებული შემწვარი ქათამი , რამდენიმე მოხარშული კარტოფილი - ცხიმიანი სოუსთან და კიტრის მწნილთან ერთად.
ვახშამი:
ხაჭოს ალადები, უშაქრო ჯემით და 1 ჭიქა რძე ან ნაღები.
მიირთვით მაშინ როდესაც შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ. დიეტის დაცვიდან ორ კვირაში აშკარად იგრძნობთ წონაში კლებას. რაც მთავარია, კვასნევსკის დიეტის პლუსია, რომ დაკლებულ კილოგრამებს დიდხანს ინარჩუნებს.