18 მაისი, 2014
ინდური კურკუმა - თირკმლის, ღვიძლის დაავადებების და პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
ექიმები მწეველებს ურჩევენ მათ ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ კურკუმა კურკუმას (ყვითელი კოჭა) სამშობლოდ ინდოეთი ითვლება. ეს ჯადოსნური სანელებელი ნელ-ნელა გახდა აღმოსავლეთში პოპულარული, მოგვიანებით კი მისი გამოყენება დასავლეთშიც დაიწყეს.

თავდაპირველად კურკუმას ზაფრანის ნაცვლად იყენებდნენ. მერე კი მისი ხარისხი რეალურად დააფასეს. ამ სანელებელს ყვითელი ფერი და მომწარო გემო აქვს. კურკუმათი შენელებულ კერძს ლამაზი ოქროსფერი დაჰკრავს.

ეს საოცარი მცენარე ბუნებრივ ანტიბიოტიკია. სამედიცინო პრეპარატებისგან განსხვავებით კურკუმა მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს და ორგანიზმს ზიანს არ აყენებს.

მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთებიც. მოქმედებს როგორც
ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმს იცავს კიბოსგან და ითვლება საუკეთესო საშუალებად ანთებითი პროცესების და ინფექციის წინააღმდეგ. ის ასევე გამოიყენება ჭრილობების მოსაშუშებლად.

მეცნიერებმა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ აღმოსავლეთის მცხოვრებლები ნაკლებად ავადდებიან კიბოთი, რადგან ყოველდღიურად მათი კვების რაციონში არის ძალიან ბევრი სუნელი. მათ შორის კი უპირატესობას  კურკუმას ანიჭებენ.

ეს სუნელი გამოიყენება ისეთი დაავადების პროფილაქტიკისთვის როგორიცაა ათერესკლეროზი, თირკმლის, კუჭის და ღვიძლის დაავადებები.

კურკუმა ეფექტური საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდადაც. ექიმები მწეველებს ურჩევენ მათ ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ კურკუმა, იმისთვის რომ შეამცირონ სიგარეტის კვამლის მავნე ზემოქმედება.

კურკუმას ნიღაბი გამოიყენება პიგმენტური ლაქების წინააღმდეგაც:

აურიეთ ერთმანეთში ¼ ჩაის კოვზი კურკუმა, 2-3 სადილის კოვზი დაფქული მუხუდოს მარცვლები, ½ ჩაის კოვზი ნუშის ზეთი, ½ სადილის კოვზი რძე, ლიმონის წვენი, იმ დოზით, რომ ნიღაბი არ გათხელდეს. მათ ვისაც მგრძნობიარე კანი გაქვთ, ლიმონი კიტრის წვენით ჩაანაცვლეთ.
მიღებული მასა კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. ნიღაბი ისე უნდა გამოიყურებოდეს როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. თუ მაინც გათხელდა დაუმატეთ რამდენიმე გრამი ჩვეულებრივი ფქვილი.

ნიღაბის წასმის შემდეგ წამოწექით და სახეზე გაიჩერეთ ათი წუთის განმავლობაში. სახე დაიბანეთ თბილი წყლით და მოიშორეთ ნაზი მოძრაობით.

ნიღაბი გამოიყენეთ სასურველი შედეგის მიღებამდე, კვირაში ერთხელ. თუ ძალიან პრობლემული კანი გაქვთ, კვირაში 2-ჯერ.

კესო ლაღიძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნანუკა
სად უნდა ვიშოვოთ?
18:14 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
კურკუმას მეტი რაა თეო ბაზარში, სუნელებში–სადაც ხმელი ქინძი იყიდება იკითხე და მოგცემენ კილოს 10 ლარად...
23:17 / 30-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
სად უნდა ვიშოვოთ კურკუმა?
13:19 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS