17 მაისი, 2014
საინტერესო ფაქტები შამპუნის შესახებ
სქელი თმისთვის კი უკეთესი ვარიანტი დამატენიანებელი შამპუნია უამრავი მითი და თეორია არსებობს, როგორ უნდა მოვუაროთ თმას სწორად, შეიძლება თუ არა ყოველდღე შამპუნით თავის დაბანა? სპეციალისტები შამპუნის შესახებ რამდენიმე ფაქტს გვიზიარებენ.

ყველამ იცის, რომ შამპუნი თმის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოს, თუმცა აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება დამატებით თვისებებს. მაგალითად, მოცულობის მიმნიჭებელი შამპუნი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მათ, ვისაც ძალიან თხელი თმა აქვს. სქელი თმისთვის კი უკეთესი ვარიანტი დამატენიანებელი შამპუნია.

თუ შეამჩნიეთ, რომ რამდენიმე დაბანის შემდეგ თმა ადრინდელზე უფრო
მშრალი გაგიხდათ, ე.ი. ის სათანადოდ არ სუფთავდება. ამ შემთხვევაში შეარჩიეთ შამპუნი, რომელსაც აწერია ჩლარიფყინგ შჰამპოო. ასეთი შამპუნი უზრუნველყოფს თმის უფრო ღრმა და იმავდროულად სათუთ გასუფთავებას და არ აშრობს თმასა და თავის კანს.

ბუნებრივად ქერებმა და ქიმიურად დახვეული თმის მქონე ქალბატონებმა ჩვეულებრივზე ხშირად უნდა გამოიყენონ ღრმად გამასუფთავებელი შამპუნები. საქმე ის არის, რომ მათი თმის სტრუქტურა გაცილებით ფორებიანია და თავის კანზეც მეტი მავნე ნივთიერება გროვდება.

ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ შამპუნს. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ შამპუნი თავის პირვანდელ თვისებებს კარგავს.

შამპუნით დაბანისას თავზე მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ, ეს მარტივი პროცედურა ხელს უწყობს ჯანმრთელი თმის შენარჩუნებას და აჩქარებს მის ზრდას.

აკონტროლეთ ქაფი. ზედმეტი ქაფი ხელს უშლის თმის საფუძვლიანად ჩამობანას და კანის მასაჟს.

არასოდეს დაიბანოთ თავი ცხელი წყლით! ამან შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. თმა სუსტი, უსიცოცხლო და უფრო ცხიმიანი გახდება. თმა თბილი წყლით დაიბანეთ და შემდეგ გრილი წყალი გადაივლეთ.

ძვირი არ ნიშნავს საუკეთესოს. სილამაზის სალონებში ყოველთვის როდი გვთავაზობენ იმაზე უკეთეს შამპუნს, ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიებში იყიდება.

ნუ დაივიწყებთ ხალხურ რეცეპტებს. ზოგჯერ შინაურ პირობებში მომზადებული შამპუნი ძვირად ღირებულ საშუალებაზე უკეთ წყვეტს პრობლემას.

ერთ ჭიქა წყალში შეურიეთ თითო სუფრის კოვზი საკვები სოდა და ძმარი. ეს ნაზავი ამაგრებს თმის ძირებს, ამასთან, აშორებს უსიამოვნო სუნს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS