ჩინური სილამაზის ნიღაბი კვებავს, ასწორებს კანს და საგრძნობლად ამცირებს პიგმენტური ლაქებს. ნიღაბის შემადგენლობაში შედის თაფლი, სახამებელი და ზღვის მარილი.
მომზადების წესი:
საშუალო ზომის ფიალაში აურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი (სასურველია თხელი) და 1 ჩაის კოვზი სახამებელი. კარგად ურიეთ მანამ, სანამ მასა არ მიიღებს მოთეთრო ფერს. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
დაიდეთ სახეზე 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ კანი ზედმეტად მგრძნობიარეა ან ძალიან მშრალი, ნიღაბში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი რძე.
ნიღაბის გამეორება ორკვირაში ერთხელ შეგიძლიათ.