16 მაისი, 2014
ჩინური სილამაზის საიდუმლო - სასწაულმოქმედი ნიღაბი თაფლისგან
ნიღაბის შემადგენლობაში შედის თაფლი, სახამებელი და ზღვის მარილი გთავაზობთ, მარტივ, მაგრამ ძალიან ეფექტურ ჩინურ სილამაზის ნიღაბს. ამ ქვეყნის ქალები ცნობილები არიან ფაიფურივით ბრწყინავი კანით.

ჩინური სილამაზის ნიღაბი კვებავს, ასწორებს კანს და საგრძნობლად ამცირებს პიგმენტური ლაქებს. ნიღაბის შემადგენლობაში შედის თაფლი, სახამებელი და ზღვის მარილი.

მომზადების წესი:

საშუალო ზომის ფიალაში აურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი (სასურველია თხელი) და 1 ჩაის კოვზი სახამებელი. კარგად ურიეთ მანამ, სანამ მასა არ მიიღებს მოთეთრო ფერს. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
(შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეულებრივი იოდიზირებული მარილი) და ისევ კარგად აურიეთ.

დაიდეთ სახეზე 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ კანი ზედმეტად მგრძნობიარეა ან ძალიან მშრალი, ნიღაბში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი რძე.

ნიღაბის გამეორება ორკვირაში ერთხელ შეგიძლიათ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS