14 მაისი, 2014
როგორ მოვიშოროთ ეფექტურად ლაქები გამონაყარის შემდეგ
გთავაზობთ, რამდენიმე ნიღაბს ლაქების მოსაშორებლად გთავაზობთ, რამდენიმე ნიღაბს ლაქების მოსაშორებლად. შერჩეული ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, სასურველი ეფექტის მიღებამდე.

1. 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენში აურიეთ 25 გ საფუარი და 1 სუფრის კოვზი აუდუღარი რძე და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. თანაბარი პროპორციით აურიეთ ლიმონის წვენი და არაჟანი და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი თეთრი თიხა, 2 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
ასეთი ნიღაბი შეგიძლიათ გაიჩეროთ დიდხანს და შემდეგ ჩამოიბანოთ.

4. კარგად მოქმედებს ნიღაბი გახეხილი კიტრით და მჟავე რძით ან რძე შეგიძლიათ შეცვალოთ ხახვის წვენით. ნიღბის მასა მოათავსეთ სუფთა ნაჭერზე, ზემოდან ისევ დააფარეთ ნაჭრის ფენა და "ბალიში" დაიდეთ სახეზე 20 წუთით.

მნიშვნელოვანია: ნიღბები უნდა დაიდოთ კარგად გასუფთავებულ სახეზე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS