13 მაისი, 2014
არაჩვეულებრივი ნიღაბი მიმიკური ნაოჭების წინააღმდეგ
ნიღაბი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში სამი დღე ღამის განმავლობაში გთავაზობთ თვალების გარშემო კანის გადასაჭიმ არაჩვეულებრივი ნიღაბის მომზადების რეცეპტს. იმისთვის რომ არ გაგიჩნდეთ „ბატის თათები“, საჭიროა, ნიღაბი კარგი ეფექტის მიღებამდე წაისვათ ერთი თვის განმავლობაში ორ დღეში ერთხელ.

საჭირო მასალა:

კარტოფილის სახამებელი - ერთი სუფრის კოვზი.
სტაფილოს წვენი - სამი სუფრის კოვზი.
სქელი არაჟანი - ერთი სუფრის კოვზი.

მომზადება:

სახამებელი გახსენით 100 მლ თბილ წყალში. მიღებული მასა დადგით ორთქლზე, ნელ-ნელა მოურიეთ და მიიყვანეთ შესქელებამდე.
მიღებული მასა გააჩერეთ ოთახის
ტემპერატურაზე, დაამატეთ ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი და არაჟანი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და სასწაულმოქმედი ნიღაბი მზადაა.

ნიღაბი უნდა წაისვათ ფუნჯით თვალის, პირის და ცხვირის გარშემო. თავიდან თხელი ფენა გადაისვით, როცა შეშრება, გადაისვით მეორე და შემდეგ მესამე ფენა. ნიღაბი სახეზე 30 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში სამი დღე ღამის განმავლობაში.

იყავით ლამაზები!

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
დიანა
მართლა მაგარია. სახლში დამზადებულ ნიგბებს ვერაფერი შეედრება,კრემებზე რა მოგახსენოთ!!!
23:22 / 31-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
სისულელეა რასაც წერენ არცერტი ნიგაბი და არცერთი ხელოვნურად სახლში დამზადებული კრემი არაფრად რასაც აქ წერენ არ ვარგა. გამოვცადე მრავალი კრემიც და ნიგაბიც.
12:30 / 11-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მე ვცადე ძალიან კარგია
13:53 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
tamo
cudi namdvilad ar iqneba
14:36 / 17-05-2014
გამოხმაურება / 0 /
tamuna
cudi ar unda iyos ....
14:34 / 17-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS