იმისათვის რომ გამწმენდი სასმელი მოამზადოთ, დაგჭირდებათ ერთი მუჭა ჰერკულესი, 200 გრამი შავი ქლიავი და ამდენივე გახეხილი უმი ჭარხალი. ეს ყველაფერი უნდა ჩაყაროთ 2 ლიტრ ადუღებულ წყალში და ადუღოთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში.
ნახარში, რომელიც კისელს ჰგავს, გადაწურეთ და დალიეთ რამდენსაც შეძლებთ დაძინებამდე ორი საათით
კისელისგან დარჩენილი შესქელებული მასა საუზმესთან ერთად უნდა მიირთვათ. სასარგებლო იქნება, თუ ორგანიზმს კვირაში ერთხელ განტვირთვას მოუწყობთ და მხოლოდ ამ კისელს მიირთმევთ.