10 მაისი, 2014
ტიბეტელი ბერების სასწაულმოქმედი რეცეპტი, რომელიც ასამდე დაავადებას კურნავს...
მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 5 წელიწადში ერთხელ ქვემოთ მოცემული რეცეპტი ტიბეტის ერთ-ერთ მონასტერში 1971 წელს თიხის ფირფიტაზე აღმოაჩინეს და ყველა ენაზე თარგმნეს. ფირფიტა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეოთხე საუკუნით თარიღდება.

კურნავს შემდეგ დაავადებებს:

ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცხიმების და მავნე ნივთიერებების გამოდევნას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება პროფილაქტიკისთვის გულის შეტევის, სტენოკარდიის დროს. ებრძვის გაფანტულს სკლეროზს, დამბლას, სხვადასხვა ხარისხის სიმსივნეებს, განსაკუთრებულად საწყის სტადიაში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას, შველის სახსრების ტკივილს, მეხსიერების დაქვეითებას, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, კურსის დასრულების შემდეგ იგრძნობთ მნიშვნელოვან
გაახალგაზრდავებას.

მომზადების წესი:

350 გრამი ნიორი დაჭერით წვრილად და დანაყეთ ხის სანაყში. ზედა ფენა მოხსენით, ისე რომ 200 გრამი დარჩეს. გადაიტანეთ ხის ჭურჭელში, დაასხით 200 გრამი სუფთა სპირტი და გააჩერეთ ათი დღის განმავლობაში ბნელ და მშრალ ადგილას. შემდეგ გადაიტანეთ მკვრივ ნაჭერში და კარგად გაწურეთ. მიღებული სითხე მჭიდროდ დახურული გააჩერეთ სამი დღე ბნელ და მშრალ ადგილას და მეოთხე დღეს დაიწყეთ მკურნალობა. შედეგისთვის აუცილებელია მკაცრად დაიცვათ ქვემოთ მოყვანილი სქემა:

1 დღე:
საუზმე - 50 გრ. ცივ რძეში პიპეტკით ჩაასხით 1 წვეთი და მიიღეთ ჭამის დროს
სადილი - 50 გრ. ცივ რძეში პიპეტკით ჩაასხით 2 წვეთი და მიიღეთ ჭამის დროს
ვახშამი - 50 გრ. ცივ რძეში პიპეტკით ჩაასხით 3 წვეთი და მიიღეთ ჭამის დროს

მე- 2 დღე :
საუზმე - 4 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 5 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 6 წვეთი რძეში გახსნილი

მე- 3 დღე :
საუზმე - 7 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 8 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 9 წვეთი რძეში გახსნილი


მე- 4 დღე :
საუზმე - 10 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 11 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 12 წვეთი რძეში გახსნილი


მე- 5 დღე :
საუზმე - 13 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 14 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 15 წვეთი რძეში გახსნილი


მე- 6 დღე :
საუზმე - 15 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 14 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 13 წვეთი რძეში გახსნილი

მე- 7 დღე :
საუზმე - 12 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 11 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 10 წვეთი რძეში გახსნილი


მე- 8 დღე :
საუზმე - 9 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 8 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 7 წვეთი რძეში გახსნილი

მე- 9 დღე :
საუზმე - 6 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 5 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 4 წვეთი რძეში გახსნილი

მე- 10 დღე :
საუზმე - 3 წვეთი რძეში გახსნილი
სადილი - 2 წვეთი რძეში გახსნილი
ვახშამი - 1 წვეთი რძეში გახსნილი

მე-11 დღიდან დარჩენილი ნაყენიდან მიიღეთ დღეში სამჯერ რძეში გახსნილი 25 წვეთი ნაყენი, სანამ ბოლომდე არ ამოწურავთ.

მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 5 წელიწადში ერთხელ.
წამალმა უკუჩვენება შეიძლება მოგცეთ მათ ვისაც გაწუხებთ კუჭის მწვავე დაავადებები.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 80 /
მაია
მაინტერესებს ნიორი ალერგიას ხომარ იწვევს?
22:21 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ყველაფერი ხდება და იქნებ პიპეტკა და სპირტიც იყო ჩვენ წელთ აღრიცხვამდე
22:12 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
მაინტერესებს ვინც ფლობს რაიმე ინფორმაციას. თუ შეიძლება მივიგოთ ცხიმოვანი ჰეპატოზის დროს და შაქრიანი დიაბეტის(დასაწყის ფაზაში)?
20:36 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ცირა
პიპეტკაც მაგარია ჩვენს წელთარრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში
17:19 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
მე მივიღე ორჯერ ბოლოს ოთხი წლის წინ იმის შემდეგ გრიპი არ დამმართნია არ მიმიღია წბეთებით რადგან წვეთებით რომ მიიღოთ თითქმის ორი თვე უნდა ამიტომ მემივიღე პატარა ჩაის კოვზით 50გრ რძესთან ერთად ვღებულობ 7 წელში ერთხელ
15:45 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
როგორც ჩემთვის ცნობილია ეს არის ე.წ."გაახალგაზრდავების მეთოდი". პირადად მე ძალიან ვენდობი ამ რეცეპს, რადგან რამდენიმე ჩემმა ახლობელმა გააკეთა და შედეგიც საოცარი იყო(მათ შორის ჩემ დედამთილს ფიბრომა ჯერ დაუპატარავა და მეორე გაკეთების შემდეგ გაუქრო). შედეგის მისაღწევად საჭიროა შეარჩიოთ შემოდგომის პერიოდი, როცა ნიორი უკვე კარგად შემოსულია. გისურვებთ წარმატებებს!
15:33 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გაოცებული
სპირტი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ძალიან მაგარია :-) ისე რეცეპტად ალბათ არაა ცუდი მარა სტატია სისულელით რო არ გააზაონ, არ შეიძლება?
00:05 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ელუნა
მე ეს უკვე გავკეთე მაგრამ მე დილით ვიგებდი უზმოზე და 12 საათამდე არაფერს ვიგებდი.მაგრამ საშინელი დასალევია.სამედიცინო სპირტით დავამზადე.
22:14 / 12-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
დარწმუნებული ვარ უებარი იქნება
21:47 / 12-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ექიმი("ომამდე")
იმ დროს სუფთა სპირტი ? პიპეტიც - "პიპეც"(ალბათ); რძის რაოდენობა - ყოველთვის 50 გრ-ია?(ისე, სითხე მლ-ში იზომება); რძე ძროხისაა, თუ ?.. ისე, იდეაში ,ნიორი, სპირტი და ...ზომირება, კარგია. ჯანმრთელობას გისურვებთ.
20:22 / 12-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS