07 მაისი, 2014
გახდომა დიეტის გარეშე - სწრაფი, სასტიკი, მაგრამ ეფექტური მეთოდი
ერთი პროცედურის ჩატარება ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად დაგჭირდებათ:

სამზარეულოს გამჭვირვალე თეთრი პარკი - 1 ხვეულა.
წიწაკის შემცველი მალამო - მისი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ
საბავშვო კრემი - 1 ტუბიკი
ბენზოატის კოფეინი ამპულებში - 4 ც
შპრიცი - 1 ც (იმისთვის რომ კოფეინი ადვილად ამოიღოთ ამპულებიდან).

აურიეთ ერთმანეთში ყველაფერი ძალიან ფრთხილად. არაფრით არ შეიძლება, მიღებული მასის თვალში მოხვედრა. პროცედურას რომ დაამთავრებთ, აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები ძალიან კარგად.

ნახევარი ჩაის კოვზს საბავშვო კრემს დაუმატეთ, ტუბიკიდან
გადმოსული 1 სმ წიწაკის შემცველი მალამო, აურიეთ და დაუმატეთ ოთხი ამპულა ბენზოატის კოფეინი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.

შემდეგ შემოიხვიეთ პარკი. ამ პროცედურის ჩატარებამდე ერთი საათით ადრე არ დალიოთ და არ ჭამოთ. ასე პარკშემოუხვეული უნდა იყოთ 1 საათის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში არ ჭამოთ და არ დალიოთ. პროცედურის დამთავრებიდან ორ საათის განმავლობაშიც არ მიირთვათ.

ყველაზე კარგია, თუ პროპცედურას ჩაიტარებთ ძილის წინ. ორმაგი ეფექტი იქნება.
ჩამოიბანეთ მასა ცივი წყლით. თუმცა ეს რომ არ დაგვეწერა, თავადაც მიხვდებოდით, რადგან დაბანისას ოდნავ თბილი წყალიც კი ადუღებულად მოგეჩვენებათ.

შედეგის ლოდინი დიდხანს არ დაგჭირდებათ. პირველივე პროცედურის მერე თქვენი კანი გლუვი გახდება. 2-3 პროცედურის მერე კი თქვენი გარშემომყოფები შენიშნავენ, რომ ზედმეტ სანტიმეტები თვალსა და ხელს შუა გაქრება.

ერთი პროცედურის ჩატარება ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.

თუ პროცედურის დროს აუტანელი წვა იგრძენით და ესე იგი ალერგიული კანი გაქვთ და პარკი მოიხსენით და კრემი ჩამოიბანეთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
თეონა
მაზი არ წერია..მალამო წერია..და უაზროდ ნუ აკომენტარებთ
01:18 / 10-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ნეტა მართლა თუ აქვს შედეგი თუ ვინმემ ცადეთ დაწერეთ კომენტაარებში
19:28 / 09-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელუ
თქვენ ამოხსენით პლასტიკური ქირურგიის საიდუმლოო :))))))))))))))))
20:56 / 08-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კუსანა
ამ ხალხს გაგიჟება უნდა? ზოგიერთი ლეღვის ფოთლების ნახარშისა არ იყოს გააკეთებს და ღმერთმა იცის რა მოუვა
19:50 / 08-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ფიონა
ხელები კარგად იმიტომ უნდა დაიბანოთ, რომ თვალზე არ მოგიხვდეთ,ეს ტექტსშიც წერია. საღებავს რომელსაც თმაზე ისვამთ, შემდეგ ხელებს კარგად არ იბანთ?
13:57 / 08-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ხელები კარგად დაიბანეთო და ამ დროს თანს ვიფუთავთ ამაში? ყველაფერი კი არ უნდა გააკეთოთ, ხალხო. არ შეიძლება ასეთი რამეები. მერე ნუ გაგიკვირდებათ, 1-2 წელიწადში ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც არ გეცოდინებათ საიდან გაგიჩნდათ
13:52 / 08-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ზევით გიწერიათ კრემი, ქვევით "მაზი". მაზი რუსულიდან შემოსული ბარბარიზმია. წერეტ და სიაუბრეთ ქართულად!
12:39 / 08-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ვინცხა
ისე დაგაყრით,და ისეთ ალერგიას მოგცემთ,შეიძლება სასწრაფო დაგჭირდეთ...არ დაიჯეროთ
10:49 / 08-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკა
რა სისულელეა?! ასე , რომ იყოს მოხსნილი იქნება მსოფლიოში სიმსუქნის პრობლემა. ვინმე გამოუცდელი წაიკითხავს და დაიზიანებს კანს, ან ისეთ ალერგიას აიკიდებს, მერე ეს თქვენი უაზრო იაფფასიანი სტატიები ვერ უშველის! ხალხს მიუთითეთ ჯანმრთელი ცხოვრებისკენ, ვარჯიშისკენ, სწორი კვების რეჯიმი მიაწოდეთ და ასე შემდეგ....საზიანოა არა კომპეტენტური, არასპეციალისტის მისრ დაწერილი ასეთი საზიანო სტატიები
10:44 / 08-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS