07 მაისი, 2014
გახდომა დიეტის გარეშე - სწრაფი, სასტიკი, მაგრამ ეფექტური მეთოდი
ერთი პროცედურის ჩატარება ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად დაგჭირდებათ:

სამზარეულოს გამჭვირვალე თეთრი პარკი - 1 ხვეულა.
წიწაკის შემცველი მალამო - მისი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ
საბავშვო კრემი - 1 ტუბიკი
ბენზოატის კოფეინი ამპულებში - 4 ც
შპრიცი - 1 ც (იმისთვის რომ კოფეინი ადვილად ამოიღოთ ამპულებიდან).

აურიეთ ერთმანეთში ყველაფერი ძალიან ფრთხილად. არაფრით არ შეიძლება, მიღებული მასის თვალში მოხვედრა. პროცედურას რომ დაამთავრებთ, აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები ძალიან კარგად.

ნახევარი ჩაის კოვზს საბავშვო კრემს დაუმატეთ, ტუბიკიდან
გადმოსული 1 სმ წიწაკის შემცველი მალამო, აურიეთ და დაუმატეთ ოთხი ამპულა ბენზოატის კოფეინი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.

შემდეგ შემოიხვიეთ პარკი. ამ პროცედურის ჩატარებამდე ერთი საათით ადრე არ დალიოთ და არ ჭამოთ. ასე პარკშემოუხვეული უნდა იყოთ 1 საათის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში არ ჭამოთ და არ დალიოთ. პროცედურის დამთავრებიდან ორ საათის განმავლობაშიც არ მიირთვათ.

ყველაზე კარგია, თუ პროპცედურას ჩაიტარებთ ძილის წინ. ორმაგი ეფექტი იქნება.
ჩამოიბანეთ მასა ცივი წყლით. თუმცა ეს რომ არ დაგვეწერა, თავადაც მიხვდებოდით, რადგან დაბანისას ოდნავ თბილი წყალიც კი ადუღებულად მოგეჩვენებათ.

შედეგის ლოდინი დიდხანს არ დაგჭირდებათ. პირველივე პროცედურის მერე თქვენი კანი გლუვი გახდება. 2-3 პროცედურის მერე კი თქვენი გარშემომყოფები შენიშნავენ, რომ ზედმეტ სანტიმეტები თვალსა და ხელს შუა გაქრება.

ერთი პროცედურის ჩატარება ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.

თუ პროცედურის დროს აუტანელი წვა იგრძენით და ესე იგი ალერგიული კანი გაქვთ და პარკი მოიხსენით და კრემი ჩამოიბანეთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
Moashoret eseti sisuleebi,chamet 12ze 3 ze da 5 ze da chamis mere 1 saatsbi fa chamade naxevari saatit adre svit wyali, dgeshi 2 litra wyali.daliet da shedegic geqnebat,
15:53 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
@@@ეგრეც არაა რო ამბობ ვერ გრდნობენ ჭამასო ორი ბავშვი მყავს მიყოლებით გაჩენილი და მინდოდა თუ არ მინდოდა საგრდნობლად მოვიმატე და ეხლა ვეღარ ვხდები როგორც საჭიროა
00:54 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ირკა
არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ,ისე შეგერყევათ ჯამრთელობა,ზედმეტი კილოგრამები მოსანატრი გაგიხდებათ.
12:40 / 09-08-2014
გამოხმაურება / 0 /
xat
ვინმეს თუ უცდია დაწერეთ რა
18:34 / 16-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე მაქვს ეგ პროცედურა ჩატარებული და შედეგი ოთხი პროცედურის შემდეგ მივიგეეეეე ცადეთ თქვენც
23:05 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კარრ
გამახსენდა ლეღვის ნაყენი,დედა რომ უტირა ბევრს.ცოტა ჭამეთ და კვირაში ერთი დღე იშიმშილეთ,მხოლოდ 2-3 ლიტრი წყალი დალიეთ.გამოჯანმრთელდებით,გახდებით და გააახალგაზრდავდებით,კანი ხდება გლუვი.პოლ ბრეგის რჩევაა,თუ ყველა გაითვალისწინებს,არასოდეს გასუქდებით,არც ავად გახდებით.
22:38 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყავით გასახდომი მასაჟი გაგიგიათ ?იგივეა.ერთი მინუსი ექნება-----კოფეინი გულს ააჩქარებს.(ვისაც რაიმე პათოლოგია აქვს გულის მხრივ,უნდა მოერიდოს.)
12:03 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ექიმი
ეს კომბინაცია, უბრალოდ, კანს აგიწვავთ და გაგახურებთ, მისი გასახდომი თვისებები მეცნიერულად დადასტურებული არ არის. რაც შეეხება პარკის შემოხვევას, ამით ძალიან დიდ ზიანს აყენებთ საკუთარ თავს. თუნდაც ერთი საათი კანის ჰაერზე ექსპოზიციის მოშლა იწვევს სუბუჯრედული სუნთქვის მოშლას, ადამიანი იწყებს ჰიპერვენტილაციას და ვითარდება რესპირაციული ალკალოზი, ანუ სისხლში ტუტეების დაგროვება. ამას იგრძნობთ კიდეც უსიამოვნო შეგრძნებების სახით... ასე, რომ, ჩემო კარგებო, ზომიერად იკვებეთ და ზომიერად დაიტვირთეთ თავი ვარჯიშით (არანაირი ცელოფანი!!!)... აკონტროლეთ პულსი ვარჯიშისას, რომ მან არ გადააჭარბოს ფიზიოლოგიურ საზღვრებს. ექიმი: რ.მ.
06:02 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ძალიან გთხოვთ ექიმის კომენტარი დადეთ ამ საშვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მაინტერესებს რას იტყვის
13:40 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მალამოების და მსგავსი სისულელეების რა მოგახსენოთ მაგრამ აი ეგ ცელოფანი რომ შემოიხვიოთ პრობლემურ ადგილებზე და ერთი საათი ივარჯიშოთ ან ირბინოთ მეტად მართებული და სწორი გადაწყვეთილებაა ვიდრე კანი დაიწვათ და დაიზიანოთ
11:02 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS