06 მაისი, 2014
ლამინარიის ნიღაბი ქალბატონებს 4-6 წლამდე გაგაახალგაზრდავებთ
ამ ნიღაბის გაკეთებიდან 2-3 კვირაში 2-3 წლით გაახალგაზრდავდებდით, ხოლო კიდევ 2-3 კვირის შემდეგ - 4-6 წლით!

მის მომზადება ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია.

აფთიაქში იყიდეთ გამხმარი წყალმცენარეები - ლამინარია. აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი, დაასხით 4-5 ჩაის კოვზი მდუღარე წყალი, კარგად მოურიეთ, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ 5-10 წუთით.

მთავარია - არ დაასხათ ბევრი წყალი, რათა სახეზე წასმის დროს არ ჩამოგეწუწოთ. შემდეგ დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი (ცხიმიანი კანისთვის) ან რამდენიმე წვეთი არარაფინირებული მცენარეული ზეთი ან ვიტამინი "ა"
და "ე"-ს ცხიმოვანი ხსნარი (მშრალი კანისთვის).

ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე 20-25 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა უმჯობესია ჩაატაროთ საღამოს, ძილის წინ. შედეგი: კანი ბრწყინავს, იჭიმება, ცოცხლდება, თუ გაიკეთებთ ნიღაბს კვირაში 3-4- ჯერ ერთი თვის განმავლობაში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS