03 მაისი, 2014
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წვენები და პროდუქტები - გაიგე, რითი იმკურნალო
ნატურალური წვენი რომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ამაზე არავინ აღარ დაობს ნატურალური წვენი რომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ამაზე არავინ აღარ დაობს. გთავაზობთ წვენების სიას, რომელთა ერთმანეთში არევა და მიღებაც დაავადებების შესაბამისად შეგიძლიათ:

სტაფილოს, იმბირის, ვაშლის წვენი - შეგმატებთ ენერგიას და გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.

კიტრის, ვაშლის და ნიახურის წვენი - დაგიცავთ სიმსივნური დაავადებების რისკისგან და დაბლა დაწევს ქოლესტერის მაღალ დონეს.

პომიდორის, სტაფილოს, ვაშლის წვენი - გაგიუმჯობესებთ კანის ფერს და მოგიხსნით სუნთქვით პრობლემებს.

ცხარე წიწაკის, ვაშლის წვენი და რძე
- გაგიქრობთ უსიამოვნო სუნს პირიდან. კარგია მათი მიღება მაღალი სიცხის დროს.

კიტრის, ფორთოხლის, იმბირის წვენი - დაგეხმარებათ გამომშრალი კანის დატენიანებაში.

ანანასის, საზამთროს და ვაშლის წვენი - წმენდს ორგანიზმს მარილებისგან, მოგიხსნით შარდის ბუშტის და თირკმლის პრობლემებს.

კიტრის, ვაშლის და კივის წვენი - აუმჯობესებს სახის ფერს, ატენიანებს ორგანიზმს.

მსხლის და ბანანის წვენი - არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

სტაფილოს, ვაშლის, მანგოს წვენის - ზრდის ორგანიზმში სითბოს დონეს, კარგია ანემიის დროს.

ყურძნის წვენი და რძე - ამარაგებს ორგანიზმს ც ვიტამინით.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS