30 აპრილი, 2014
სახლში მომზადებული შამპუნი, რომელიც თმის ძირებს ამაგრებს და მოცულობას მატებს
ეს ნიღაბი იმათ მოუხდებათ, ვისაც თხელი და უსიცოცხლო თმა აქვს. ნიღაბი ამაგრებს თმის ძირებს, ასქელებს თმას და მატებს მოცულობას, რომელიც ხანგრძლივათ გინარჩუნდებათ.

ინგრედიენტები:

- 1 ჭიქა მსხვილი მარილი,
- 1 ჭიქა თაფლი (უმჯობესია ცაცხვის),
- 1 ჭიქა კონიაკი

ყველაფერი კარგად აურიეთ და მოათავსეთ შუშის ქილაში, დაახურეთ თავსახური და დადგით 2 კვირით ბნელ ადგილას. ნიღაბს წაისვამთ დაბანილ და ოდნავ ნოტიო თმაზე, შეიფუთავთ პოლიეთილენის პარკით და პირსახოცით.

გაიჩერებთ 1 საათს და ჩამოიბანეთ შამპუნის გარეშე. აგრეთვე რეკომენდებულია ამ ნიღბის გამოყენება შამპუნის
მაგივრად. 2 კვირის გამოყენების შემდეგ ასეთი შამპუნი-ნიღბის შემდეგ, თქვენ თმას ნამდვილად ვერ იცნობთ!

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დალი
ყოველ დღე უნდა წავისვათ?
10:49 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS