2. თუ ხელის კანმა დაკარგა ელასტიურობა და ნაოჭები გაგიჩნდათ, კარგი საშუალებაა კვერცხის გული. შეურიოთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და შეიზილოთ პრობლემურ ადგილებში.
3. ეფექტურია ასევე პომიდვრის ნიღაბი. გაჭყლიტეთ მწიფე პომიდორი, წაისვით ხელებზე და გაიჩერეთ 5 წუთი (შესაძლებელია იგრძნოთ ცოტაოდენი წვა).
4. მკვებავი ნიღაბი: 2 ს.კოვზ გერკულესს დაასხით მცირე რაოდენობის ადუღებული წყალი, სქელი ფაფის კონსისტენციის მისაღებად, დახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი. გამზადებულ მასას დაუმატეთ 2 ს. კოვზი გახეხილი ვაშლი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ნიღაბი წაისვით ხელებზე და კარგად შეიზილეთ. ჩამოიბანეთ 15 წუთში.